|
დასახელება:
გაყიდვების კონსულტანტი
|
| მომწოდებელი:
ეკოკლიმა
|
|
გამოქვეყნდა: 11 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 11 ოქტომბერი
|
კომპანია "ეკოკლიმა" ეძებს გაყიდვების კონსულტანტს გათბობისა და გაგრილების ტექნიკის მაღაზიაში ქ.რუსთავში.
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლების დახვედრა და მათი საჭიროებების განსაზღვრა;
** გათბობისა და გაგრილების პროდუქციის შესახებ კონსულტაციის გაწევა;
** მომხმარებლისთვის შესაბამისი პროდუქტის შერჩევაში დახმარება;
** პროდუქციის მახასიათებლების, ფუნქციებისა და უპირატესობების გაცნობა;
** პროდუქციის ასორტიმენტისა და ტექნიკური მახასიათებლების ცოდნა;
** გაყიდვების პროცესის მართვა და მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაცია;
** გაყიდვებისა და პროდუქციის აღრიცხვის პროგრამაში მუშაობა;
** სავაჭრო სივრცეში პროდუქციის მოწესრიგებისა და სტანდარტების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ტექნიკის ან გათბობა-გაგრილების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** კარგი კომუნიკაციისა და მომხმარებელთან ურთიერთობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
** პროდუქციის შესწავლისა და ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარი;
** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა;
** გუნდური მუშაობის უნარი.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: ქ.რუსთავი
** სამუშაო გრაფიკი: სრული
** ანაზღაურება: შეთანხმებით
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV მითითებულ მეილზე: infoecoclimaa@gmail.com
ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 599 75 87 65
|
|
|
|