Робота для біженців з України
უმცროსი ხარჯთაღმრიცხველი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უმცროსი ხარჯთაღმრიცხველი
მომწოდებელი: ბემონი ინჟინერია და მშენებლობა
გამოქვეყნდა: 16 აპრილი / ბოლო ვადა: 16 მაისი
შპს "ბემონი ინჟინერია და მშენებლობა" წარმოადგენს სამშენებლო კომპანიას, რომელიც სამშენებლო და საინჟინრო მიმართულებით ფუნქციონირებს, ფოკუსირებულია ენერგო-ინფრასტრუქტურის განვითარებაზე და აქვს ჯანსაღი ამბიცია ამ მიმართულებით დარგის ლიდერი გახდეს საქართველოში.

კომპანია აერთიანებს მაღალი კვალიფიკაციის მქონე კადრებს, რომელთა ძალისხმევით საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ არაერთი წარმატებული პროექტი არის განხორციელებული.

კომპანია "ბემონი" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ხარჯთაღმრიცხველის პოზიციაზე.

ფუქცია-მოვალეობები:

** პროექტების ხარჯთაღრიცხვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მიღება, გადახარისხება და სისტემატიზაცია;
** სხვადასხვა ტიპის დოკუმენტაციის შეყვანა და ატვირთვა შესაბამის პროგრამაში;
** პროექტების ტექნიკური დოკუმენტაციის მოწესრიგება და მონიტორინგის პროცესში ჩართულობა;
** ხელმძღვანელის მითითებების შესაბამისად, Excel-ში ხარჯთაღრიცხვასთან დაკავშირებული მონაცემების დამუშავება და განახლება;
** ხარჯთაღრიცხვის გუნდთან ყოველდღიური კომუნიკაცია და კოორდინაცია;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ეკონომიური ან სამშენებლო-საიჟინრო მიმართულებით), განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტიც;
** სასურველია სამშენებლო სფეროში მუშაობის ან სტაჟირების გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Excel, MS Word, MS Outlook);
** ინგლისური ენის ცოდნა B1 დონეზე ჩაითვლება უპირატესობად;

პირადი უნარ-ჩვენები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
** სწავლისა და პროფესიული განვითარების სურვილი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე hr@bemoni.com არაუგვიანეს 2026 წლის 16 მაისისა. გთხოვთ მეილის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე