Робота для біженців з України
ექაუნთ მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ექაუნთ მენეჯერი
მომწოდებელი: ლოჯისტიკური კომპანია
გამოქვეყნდა: 19 ნოემბერი / ბოლო ვადა: 19 დეკემბერი
ლოჯისტიკური კომპანია აცხადებს ვაკანსიას ექაუნთ მენეჯერის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი, ავჭალა
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00-18:00

ძირითადი მოვალეობები:

** არსებულ კლიენტებთან ყოველდღიური კომუნიკაცია და საქმიანი ურთიერთობების მართვა;
** კლიენტებსა და ლოჯისტიკის გუნდს შორის ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
** გაყიდვების შეკვეთების შექმნა და შესაბამის პროგრამაში ასახვა;
** შეკვეთების შესრულების პროცესის მონიტორინგი და წარმოქმნილი პრობლემების შემთხვევაში კლიენტებთან კომუნიკაცია;
** დებიტორული დავალიანებების კონტროლი და კლიენტებისთვის გადახდის ვადების შეხსენება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია ლოჯისტიკურ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
** კლიენტებთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის კარგი უნარები;
** რუსული ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე (სავალდებულო);
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამებთან მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
პრობლემების ეფექტურად გადაჭრის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, შეავსეთ სარეგისტრაციო ბმული: ექაუნთ მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე