Робота для біженців з України
სარემონტო საქმეთა მწარმოებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სარემონტო საქმეთა მწარმოებელი
მომწოდებელი: სკალა ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 19 ნოემბერი / ბოლო ვადა: 19 დეკემბერი
კომპანია "სკალა ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას სარემონტო საქმეთა მწარმოებლის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** ყოველდღიურად, მომდევნო დღისთვის შესასრულებელი სამუშაოების გეგმის შედგენა;
** შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი;
** ყოველდღიურად სამუშაო პროცესის დაწყებამდე ობიექტზე დასაქმებული პერსონალისთვის სამუშაო გეგმის გაცნობა;
** დღის განმავლობაში სამშენებლო ობიექტზე მიმდინარე სამუშაოების დეტალური კონტროლი;
** სამშენებლო მასალების დათვლა, მიღება და შესაბამის ბაზაში აღრიცხვა;
** სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოება: ფარული სამუშაოების აქტი, სამუშაოთა წარმოების ჟურნალი, ბეტონის წარმოების ჟურნალი.
** ობიექტზე დასაქმებული პერსონალის სამუშაო გრაფიკის კონტროლი;
** ყოველდღიურად, სამუშაო დღის დასრულებისას დეტალური რეპორტის წარმოება დღის განმავლობაში ობიექტზე შესრულებული სამუშაოების შესახებ;
** ყოველი თვის ბოლოს სამშენებლო ობიექტებზე დასაქმებული პერსონალის ხელფასების მიწოდება საბუღალტრო დეპარტამენტისთვის;
** საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე მუშა პერსონალის მოძიება;
** პროექტის მენეჯერთან ყოველდღიური ("დეილი რეპორტი") რეპორტინგის წარმოება;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

პასუხისმგებელია:

** მშენებლობის შესაბამისობაზე წინასწარ დამტკიცებულ საპროექტო დოკუმენტაციასთან;
** სამშენებლო ობიექტის კონსტრუქციის ხარისხზე და სამშენებლო ნორმატივებთან შესაბამისობაზე;
** უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე (ობიექტზე დასაქმებული პერსონალის უსაფრთხოებაზე);
** სამშენებლო მასალებისა და ინვენტარის დაკარგვა-დაზიანებაზე;
** სამშენებლო მასალების გადახარჯვაზე;
** მშენებლობის წინასწარ განსაზღვრული გრაფიკის დაცვაზე (ჩამორჩენაზე);
** წინამდებარე მოვალეობა-ვალდებულებების შეუსრულებლობაზე ან დაგვიანებით შესრულებაზე;
** კომპანიის შინაგანაწესის, დებულებების, მარეგულირებელი დოკუმენტების და ბრძანებების შეუსრულებლობაზე;
** არსებული კონფიდენციალური ინფორმაციის გადაცემაზე მესამე პირებზე;

უფლებები:

** მოითხოვოს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა პუნქტის დაცვა;
** ხელმძღვანელს წარუდგინოს რაციონალიზატორული წინადადება, რომელიც თანამდებობის მიზნების განხორციელებას შეუწყობს ხელს;
** პრობლემური და/ან საკონფლიქტო საკითხების გადასაწყვეტად მიმართოს ადამიანური რესურსების მენეჯერს.

ექვემდებარება: პროექტების ხელმძღვანელს;

ანგარიშვალდებულია:

** პროექტების ხელმძღვანელის;
** კომპანიის დირექტორის წინაშე;

დაქვემდებარებაში ჰყავს:

** სამუშაო ჯგუფის წევრები;
** ობიექტზე დასაქმებული პერსონალი;

შემცვლელი: საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია შეცვალოს თანაშემწემ.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო საათები: 09.00 საათიდან 18.00 საათამდე. კომპანიის მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე ეს დრო შესაძლებელია შეცვლილ იქნას;
** შესვენება: 13.00-დან 14:00-მდე ან 14.00 საათიდან 15.00 საათამდე.
** ხელფასი: თვეში ერთხელ, ყოველი თვის 10 რიცხვში, შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობით;
** შვებულება: 24 სამუშაო დღე;
** უქმე დღეები: კვირა და საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებული უქმე დღეები. ამასთან, კომპანიაში მოქმედებს კვირის მანძილზე 48 საათიანი სამუშაო რეჟიმი.
** ანაზღაურება - კვალიფიკაციის მიხედვით

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@scalaholding.ge; სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე