|
დასახელება:
ადმინისტრაციის ასისტენტი
|
| მომწოდებელი:
ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია
|
|
გამოქვეყნდა: 19 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 05 დეკემბერი
|
შპს "ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია" აცხადებს კონკურსს ადმინისტრაციის ასისტენტის პოზიციაზე (სრული განაკვეთი).
სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი.
ანაზღაურება გაიცემა მხარეთა შეთანხმებისა და გამოცდილების საფუძველზე.
ადმინისტრაციის ასისტენტის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** ინგლისური ენის ცოდნაB1/B2 დონეზე;
** ოფისის საქმიანობის ადმინისტრირების გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
ძირითადი სამუშაოს აღწერილობა:
** რექტორის ყოველდღიურ საქმიანობის ორგანიზებაში მონაწილეობა და დახმარება, მათ შორის სატელეფონო და ონლაინ კომუნიკაციის მართვა;
** რექტორის შეხვედრების დაგეგმვა, კალენდრის წარმოება, აკადემიის სტუმრების მიღება და საჭირო საკითხების კოორდინაცია;
** აკადემიის ოფისის გამართული მუშაობის მხარდაჭერა (ტექნიკური უზრუნველყოფა, მოქალაქეებთან და აკადემიის მსმენელებთან სატელეფონო კომუნიკაცია, ინფორმაციის მიღება და ადრესატებისთვის გადაცემა და სხვა);
** აკადემიის გუნდთან ერთად შეხვედრების, ვიზიტების, პრეზენტაციების და სხვა ღონისძიებების ორგანიზება;
** აკადემიის სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა
პიროვნული თვისებები:
** გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** რამდენიმე დავალების ერთდროულად შესრულებისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ინიციატივის გამოხატვისა და პრობლემების გადაჭრის უნარი;
** შემჭიდროებულ ვადებსა და სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი.
განმცხადებელმა ორი რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაციასთან ერთად CV და სამოტივაციო წერილი უნდა გამოგზავნოს მისამართზე: btacollegehr@gmail.com
გთხოვთ საგანში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ადმინისტრაციის ასისტენტი".
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 5 დეკემბერი. შერჩევის პროცესი შედგება განაცხადების გადარჩევისა და გასაუბრებისგან.
გასაუბრება გაიმართება 2026 წლის დეკემბერში. აკადემია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
|
|
|
|