Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: კარგო ლოჯისტ გრუპი
გამოქვეყნდა: 18 ნოემბერი / ბოლო ვადა: 18 დეკემბერი
"Cargo Logist Group" LLC არის დინამიკურად განვითარებადი კომპანია საერთაშორისო სატრანსპორტო სფეროში, ვეძებთ ნიჭიერ, ამბიციურ და მოტივირებულ გაყიდვების მენეჯერს, რათა გახდეს ჩვენი გუნდის ნაწილი!

რას გთავაზობთ ჩვენ:

** მოჭრილი ხელფასი (1700 ლარი) + ბონუსები (500-5000 ლარი, დამოკიდებულია შეკვეთების შესრულებაზე);
** საინტერესო პროექტები და მუშაობა მსხვილ კლიენტებთან;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობები;
** მეგობრული გუნდი, რომელიც მხარს გიჭერთ ყველა ეტაპზე.

ძირითადი მოვალეობები:

** დამოუკიდებლად კლიენტების მოძიება და მოზიდვა (ცივი ზარების განხორციელება, საჭიროების შემთხვევაში შეხვედრების ჩანიშვნა);
** მოლაპარაკებების წარმოება, კომპანიის პროდუქციის/მომსახურების პრეზენტაცია;
** გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
** მონაწილეობა, გაყიდვების დეპარტამენტის ბიზნეს პროცესების გაუმჯობესებაში.

ჩვენ ვეძებთ ადამიანს რომელსაც:

** აქვს მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება სატრანსპორტო სფეროში გაყიდვების მიმართულებით (გაყიდვებში გამოცდილება აუცილებელია);
** აქვს კომუნიკაციის უნარ-ჩვევები;
** არის აქტიური და შრომისმოყვარე;
** ფლობს უცხო ენებს: რუსული, ინგლისური.

სამუშაო ადგილი-თბილისი, წერეთლის გამზირი 49.

გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: info@cargologistgroup.com

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 18.12.2026
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე