|
დასახელება:
დისტრიბუტორი
|
| მომწოდებელი:
ფუდ გრუპი
|
|
გამოქვეყნდა: 18 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 18 დეკემბერი
|
"ფუდ გრუპი" იწვევს დაინტერესებულ კანდიდატებს დისტრიბუტორის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი, დიდუბე, თევდორე მღვდლის ქუჩა
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, 08:00-15:40 (1-საათიანი შესვენებით)
** დასვენების დღე: კვირა
ანაზღაურება:
ფიქსირებული ხელფასი - 1 000 ლარი (ხელზე ასაღები);
დამატებითი ბონუსი რეალიზაციის ბრუნვის მიხედვით.
გამოცდილება:
სამუშაო გამოცდილება სავალდებულო არ არის — განიხილებიან როგორც გამოცდილი, ისე დამწყები კანდიდატები.
ძირითადი მოვალეობები:
** საწყობიდან მიღებული პროდუქციის დატვირთვა/ჩამოტვირთვა ;
** კომპანიის კუთვნილი ავტომობილით პროდუქციის დროული მიწოდება სავაჭრო ობიექტებზე;
** თბილისსა და რეგიონებში დისტრიბუციის პროცესში მონაწილეობა;
** ჩაბარებისას პროდუქციის რაოდენობისა და მდგომარეობის კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** B და C კატეგორიის მართვის მოწმობა;
** ავტომობილის ელემენტარული ტექნიკური მახასიათებლების ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** აქტიურობა და შრომისმოყვარეობა;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობისა და კონფლიქტური სიტუაციების მშვიდად მართვის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** ფიქსირებულ ყოველთვიურ ანაზღაურებას - 1 000 ლარს (ხელზე);
** დამატებით ბონუსს რეალიზაციის ბრუნვის მიხედვით;
** კომპანიის ავტომობილით უზრუნველყოფას;
** საწვავის ხარჯების სრულ დაფინანსებას;
** სტაბილურ სამუშაო გარემოს.
დაინტერესების შემთხვევაში:
გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: info@foodgroup.ge
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: +995 599 56 58 00
შემოგვიერთდით "ფუდ გრუპის" გუნდში!
|
|
|
|