Робота для біженців з України
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის კომუნიკაციის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის კომუნიკაციის მენეჯერი
მომწოდებელი: საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია
გამოქვეყნდა: 18 ნოემბერი / ბოლო ვადა: 05 დეკემბერი
სს "საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია" აცხადებს კონკურსს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის კომუნიკაციის მენეჯერის ვაკანსიაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** პრესრელიზების, საინფორმაციო ტექსტების, ანგარიშების, განცხადებებისა და სხვა საკომუნიკაციო მასალების მომზადება;
** კორპორაციის საქმიანობისა და პროგრამების შესახებ ინფორმაციის დამუშავება;
** ხელმძღვანელის საჯარო გამოსვლებისთვის, ინტერვიუებისა და ღონისძიებებისთვის საჭირო მასალების მომზადება;
** ბენეფიციარების წარმატებული ისტორიებისა და PR-სთვის საინტერესო თემების იდენტიფიცირება და მომზადება;
** ჟურნალისტებთან და მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან კომუნიკაცია;
** მედიის მოთხოვნების შესაბამისად ინფორმაციის მოძიება და პასუხების მომზადებაში მონაწილეობა;
** ინტერვიუების, სიუჟეტების/ კადრ-სინქრონების თუ სხვა მედიააქტივობების ორგანიზებაში მონაწილეობა;
** მედიასთან თანამშრომლობის ბაზისა და საკონტაქტო ინფორმაციის განახლება.
** საჭიროების შემთხვევაში, კორპორაციის პარტნიორ ორგანიზაციებთან კომუნიკაცია;
** კორპორაციისა და მისი საქმიანობის შესახებ მედიაგაშუქების ყოველდღიური მონიტორინგი;
** გაშუქების ტონის, კონტექსტისა და ძირითადი მესიჯების ანალიზი;
** მედია მონიტორინგის პერიოდული ანგარიშების მომზადება;
** პრესკონფერენციების, პროგრამების პრეზენტაციების, მედია ტურებისა და სხვა ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებაში მონაწილეობა;
** ღონისძიებებისთვის საჭირო საინფორმაციო მასალების მომზადება;
** ღონისძიების ადგილზე ორგანიზაციულ საკითხებში ჩართულობა და საჭიროების შემთხვევაში პროცესის კოორდინაცია;
** პარტნიორებთან, მოწვეულ სტუმრებსა და მედიასთან კომუნიკაცია ღონისძიებების ფარგლებში.
** გადასაღები ობიექტებისა და თემების შერჩევაში მონაწილეობა, გადაღებების დაგეგმვის პროცესში ჩართულობა და საჭიროების შემთხვევაში, გადამღები ჯგუფის ადგილზე კოორდინაცია;
** გადამღები ჯგუფისთვის უკუკავშირის მიწოდება და საჭირო ცვლილებების კოორდინაცია;
** ფოტო-ვიდეო მასალის სისტემატიზაცია და ელექტრონულ არქივში შენახვა;
** საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის საქმიანობის შესაბამისად, მოხსენებითი ბარათების, სამსახურებრივი წერილებისა და სხვა საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
** PR და საკომუნიკაციო მომსახურებების შესყიდვისთვის ტექნიკური დავალებებისა და მოთხოვნების მომზადებაში მონაწილეობა;
** მიმწოდებლებთან სამუშაო კომუნიკაცია და შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი;
** PR აქტივობებთან დაკავშირებული დოკუმენტაციისა და სამუშაო მასალების მოწესრიგება;
** საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წლიური და მიმდინარე გეგმის განხორციელებაში მონაწილეობა;
** PR კალენდრის წარმოება და განახლება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

განათლება: უმაღლესი განათლება საზოგადოებასთან ურთიერთობის, კომუნიკაციების, ჟურნალისტიკის, მარკეტინგის ან სხვა მომიჯნავე სფეროში;

სამუშაო გამოცდილება:

** საზოგადოებასთან ურთიერთობის, მედიასთან ურთიერთობის, კომუნიკაციების ან სხვა მსგავსი მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** მედიასთან, ჟურნალისტებთან, პარტნიორ ორგანიზაციებთან კომუნიკაციის პრაქტიკული გამოცდილება;
** ღონისძიებებისა და PR აქტივობების ორგანიზებაში მონაწილეობის გამოცდილება;
** საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პროფესიული ცოდნა და უნარები:

** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა - გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაცია;
** ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე;
** MS Office;
** PowerPoint - პრეზენტაციების მომზადებისა და ინფორმაციის ვიზუალურად სტრუქტურირების უნარი;
** Google Workspace (Google Docs, Sheets, Drive და სხვ.);
** სოციალური მედიისა და ციფრული საკომუნიკაციო პლატფორმების საბაზისო ცოდნა;
** ფოტო-ვიდეო მასალის ფაილების მართვის, სისტემატიზაციისა და არქივირების ცოდნა;
** ფოტოსა და ვიდეოს ძირითადი ტექნიკური პარამეტრების ცოდნა (ფორმატები, რეზოლუცია, ხარისხი და ა.შ.) ჩაითვლება უპირატესობად;
** ინფორმაციის მოძიების, დამუშავებისა და სტრუქტურირებულ დოკუმენტად ჩამოყალიბების კარგი უნარი.

პიროვნული თვისებები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კარგი ორგანიზაციული და კომუნიკაციის უნარები;
** სწრაფად მუშაობისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ინიციატივის გამოჩენა და იდეების შეთავაზება;
** სტრესულ და სწრაფად ცვალებად გარემოში მუშაობის უნარი;
** კონფიდენციალურ ინფორმაციასთან მუშაობის პასუხისმგებლობიანი მიდგომა.

თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კომპეტენციების შესაბამისად.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი

დაინტერესებულ პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@gedc.ge და თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: კომუნიკაციის მენეჯერი.
გთხოვთ, გაითვალისწინეთ, დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ ვაკანსიის განაცხადში წარმოდგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 5 დეკემბერი;

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე