Робота для біженців з України
ანგარიშების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ანგარიშების მენეჯერი
მომწოდებელი: Recount.ge
გამოქვეყნდა: 18 ნოემბერი / ბოლო ვადა: 18 დეკემბერი
"Recount.ge" ეძებს ანგარიშების მენეჯერს, რომელიც კომპანიებთან დაამყარებს პარტნიორულ ურთიერთობებს, წარუდგენს მათ Recount.ge-ის სერვისს და დაეხმარება პლატფორმის გამოყენებასა და გაყიდვების განვითარებაში.

ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციური იურიდიული პირების მოძიება და მათთან მოლაპარაკებების წარმოება;
** კომპანიებისთვის Recount.ge-ის სერვისის შეთავაზება და მომსახურების პროცენტის შეთანხმება;
** კლიენტების Recount.ge-ის სისტემაში რეგისტრაცია და შემდგომი მომსახურება;
** პორტფელში არსებულ კლიენტებთან რეგულარული კომუნიკაცია და გაყიდვების შემდგომი მხარდაჭერა;
** ყოველთვიური, კვარტალური და წლიური გეგმების შესრულება;
** უშუალო ხელმძღვანელთან კოორდინირებული მუშაობა და პერიოდული ანგარიშგების მომზადება.

მოთხოვნები:

** გაყიდვების, კლიენტებთან ურთიერთობის ან ანგარიშების მართვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები;
** ბიზნესკლიენტებთან ურთიერთობის ინტერესი და ახალი პარტნიორების მოძიების მოტივაცია;
** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა და რამდენიმე კლიენტთან პარალელურად მუშაობის უნარი;
** მიზნებზე ორიენტირებულობა და შედეგების მიღწევის სურვილი;
** კომპიუტერულ პროგრამებთან მუშაობის საბაზისო უნარები;
** ქართული ენის გამართული ცოდნა; ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

ანაზღაურება და საკომისიო:

ფიქსირებული ანაზღაურება და შედეგზე მიბმული საკომისიო. საკომისიოს პირობები განიხილება გასაუბრებისას.

დაინტერესდი?

გამოაგზავნე შენი CV: info@recount.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე