Робота для біженців з України
საწარმოს თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწარმოს თანამშრომელი
მომწოდებელი: მეფუტკრე
გამოქვეყნდა: 18 ნოემბერი / ბოლო ვადა: 18 დეკემბერი
შპს "მეფუტკრე" აცხადებს ვაკანსიას თაფლის საწარმოს თანამშრომლის პოზიციაზე.

ვეძებთ ენერგიულ, ფიზიკურად აქტიურ და პასუხისმგებლობიან თანამშრომელს, რომელიც დაინტერესებულია სტაბილური და გრძელვადიანი სამუშაოთი.

ძირითადი მოვალეობები:

** რეზერვუარებში თაფლის ჩამოსხმა;
** ქილების რეცხვა და სამუშაო პროცესისთვის მომზადება;
** ჩამოსასხმელი აპარატით პროდუქციის ჩამოსხმა და შეფუთვა;
** პროდუქციის ეტიკეტირება;
** მზა პროდუქციის დასაწყობება;
** საწარმოში სხვადასხვა მიმდინარე და დამხმარე სამუშაოს შესრულება.
** სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, პერიოდულად საჭიროა 20-30 კგ-მდე წონის აწევა.

სამუშაო გრაფიკი: სამუშაო საათები — 08:00-17:00; შესვენება — 1 საათი; შაბათი და კვირა — დასვენება.
ანაზღაურება: ნოემბრიდან, სრულ განაკვეთზე გადასვლის შემდეგ — 1 700 ლარი.
სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო — მეტრო "სამედიცინო უნივერსიტეტის" მიმდებარე ტერიტორია.

მოთხოვნები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ენერგიულობა და ფიზიკური აქტივობისთვის მზადყოფნა;
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** გრძელვადიანი თანამშრომლობის სურვილი.

სამუშაო გამოცდილება აუცილებელი არ არის — სამუშაო პროცესებს ადგილზე შეგასწავლით.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე ელფოსტაზე: hr@meputkre.com ელ-ფოსტის სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება — "საწარმოს თანამშრომელი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე