Робота для біженців з України
კურიერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კურიერი
მომწოდებელი: ჩემი ოფისი
გამოქვეყნდა: 18 ნოემბერი / ბოლო ვადა: 18 დეკემბერი
შემოუერთდი "My Office"-ის გუნდს და გახდი ჩვენი წარმატების ნაწილი!

"My Office" აცხადებს ვაკანსიას კურიერის პოზიციაზე თბილისში.

თუ ხარ პასუხისმგებლიანი, მოწესრიგებული, კომუნიკაბელური და გიყვარს დინამიკური სამუშაო გარემო, გელოდებით ჩვენს გუნდში!

სამუშაო ადგილი: თბილისი, ბელიაშვილის ქ. 9ა - მეტრო "დიდუბიდან" ფეხით დაახლოებით 5 წუთის სავალზე.

ჩვენ შესახებ

"My Office" პრინტერებისა და საოფისე ტექნიკის რეალიზაციის სფეროში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა. მომხმარებლებს ვთავაზობთ პროდუქციისა და მომსახურების სრულ სპექტრს და ვთანამშრომლობთ ქართულ ბაზარზე მოქმედ წამყვან ბიზნესებთან.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხარისხიანი მომსახურება, პასუხისმგებლობა და მეგობრული სამუშაო გარემო.

რას გააკეთებ ჩვენთან?

** საოფისე ტექნიკის, პრინტერებისა და სახარჯი მასალების მომხმარებლებისთვის მიწოდება;
** მიწოდების პროცესის ორგანიზებულად და დროულად შესრულება;
** მომხმარებლებთან თავაზიანი და პროფესიონალური კომუნიკაცია.

რას ველოდებით შენგან?

** B კატეგორიის მართვის მოწმობას და მართვის მინიმუმ 2-წლიან გამოცდილებას;
** თბილისის ქუჩებში თავისუფლად ორიენტირებისა და სანავიგაციო აპლიკაციების გამოყენების უნარს;
** კომპიუტერის საბაზისო ცოდნას;
** პასუხისმგებლობის გრძნობას, სიზუსტესა და საქმისადმი გულმოდგინე დამოკიდებულებას;
** პოზიტიურ განწყობასა და მომხმარებლებთან ურთიერთობის კარგ უნარებს.

რას გთავაზობთ?

** სტაბილურ ანაზღაურებას - ხელფასი გაიცემა თვეში ორჯერ;
** ანაზღაურების ზრდის შესაძლებლობას - დატვირთვისა და შესრულებული სამუშაოს ხარისხის გათვალისწინებით;
** კომპანიის სრულად დაზღვეულ ავტომობილს - სამუშაო მოვალეობების შესასრულებლად;
** კომპანიის მობილურ ტელეფონს შეუზღუდავი სასაუბრო დროით;
** მეგობრულ და მხარდამჭერ სამუშაო გარემოს, სადაც გუნდური მუშაობა ფასდება;
** კომფორტულ სამუშაო გრაფიკს - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-18:00 საათამდე.

როგორ შემოუერთდე ჩვენს გუნდს?

თუ ეს შესაძლებლობა თქვენთვის საინტერესოა და აკმაყოფილებთ მოთხოვნებს, გამოგვიგზავნე რეზიუმე ელფოსტაზე, Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება კურიერი.

myofficerecruiter@gmail.com

"My Office" გელოდება - გახდი ჩვენი გუნდის წევრი!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე