|
დასახელება:
მძღოლი
|
| მომწოდებელი:
გლობალტესტი
|
|
გამოქვეყნდა: 18 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 18 დეკემბერი
|
კომპანია "გლობალტესტი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე.
ვეძებთ პასუხისმგებლობიან, პუნქტუალურ და გამოცდილ მძღოლს, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის მენეჯმენტისა და თანამშრომლების უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას კომპანიის კუთვნილი ავტომობილით.
სამუშაო პირობები
** სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი;
** სამუშაო საათები: 08:00-17:00;
** სამუშაო ადგილი: თბილისი;
** სამსახურებრივი ავტომობილი: უზრუნველყოფს კომპანია;
** პირადი ავტომობილი: გამოიყენება მხოლოდ თანამშრომლის სახლიდან სამსახურში და უკან გადაადგილებისთვის;
** ანაზღაურება: შეთანხმებით.
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის მენეჯმენტისა და თანამშრომლების ტრანსპორტირება სამუშაო საჭიროებების შესაბამისად;
** მგზავრების უსაფრთხო და დროული გადაადგილების უზრუნველყოფა;
** დაგეგმილი მარშრუტებისა და სამუშაო განრიგის დაცვა;
** კომპანიის ავტომობილის სისუფთავისა და ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი;
** ავტომობილის ტექნიკური მომსახურების საჭიროების დროული იდენტიფიცირება და შესაბამისი პირის ინფორმირება;
** ავტომობილის საწვავით მომარაგება და საწვავის ხარჯვის აღრიცხვის უზრუნველყოფა;
** საგზაო მოძრაობის წესებისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა სამსახურებრივი დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** B კატეგორიის მოქმედი მართვის მოწმობა;
** კომპანიაში პირად მძღოლად მუშაობის გამოცდილება — სავალდებულოა;
** როგორც მექანიკური, ისე ავტომატური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილების მართვის უნარი;
** საკუთარი ავტომობილის ქონა — სავალდებულოა (სახლიდან სამსახურში და სამსახურიდან სახლში გადაადგილებისთვის, პირადი ავტომობილის გამოყენება კორპორაციული საჭიროებებისამებრ არ მოხდება);
** თბილისის ქუჩებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის კარგი ცოდნა;
** საგზაო მოძრაობის წესების საფუძვლიანი ცოდნა;
** ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობის შეფასების საბაზისო ცოდნა.
პიროვნული კომპეტენციები:
** მაღალი პასუხისმგებლობა და პუნქტუალურობა;
** თავაზიანობა და კომუნიკაციის კარგი უნარი;
** კონფიდენციალურობის დაცვა და პროფესიული ეთიკა;
** მოწესრიგებულობა და ყურადღებიანობა;
** სტრესულ სიტუაციებში სიმშვიდის შენარჩუნება;
** სანდოობა და დისციპლინირებულობა.
განაცხადის გაგზავნა
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე globaltest.management@gmail.com, წერილის სათაურის ველში მიუთითეთ: "მძღოლი".
|
|
|
|