Робота для біженців з України
უფროსი ექთანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უფროსი ექთანი
მომწოდებელი: მედ 11
გამოქვეყნდა: 18 ნოემბერი / ბოლო ვადა: 18 დეკემბერი
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი "მედ 11" ეძებს უფროს ექთანს!

იხ. კომპანიის შესახებ ინფორმაცია.

ჩვენი შეთავაზება და სამუშაო პირობები:

** ანაზღაურება: 1000 ლარი
** სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 10:00 - 18:00 (1 სთ შესვენება)
** ლოკაცია: აღმაშენებლის ხეივანი, (საქალაქო სასამართლოსთან)

შენი ძირითადი ფუნქციები იქნება:

** საექთნო პერსონალის ბრიგადის ექთნების მუშაობის კოორდინაცია, განრიგის შედგენა და მათი საქმიანობის მონიტორინგი
** პაციენტებისთვის გაწეული გადაუდებელი საექთნო მომსახურების ხარისხის, პროტოკოლებისა და სტანდარტების კონტროლი (სახარჯი მასალების, პრეპარატების და დოკუმენტაციის კონტროლი)
** დაქვემდებარებული ექთნების ადაპტაციის, სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროცესის უზრუნველყოფა
** სპეციალური (ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და მკაცრი აღრიცხვის სხვა) მედიკამენტების მიღების, შენახვის, გაცემისა და განადგურების კონტროლი კანონმდებლობის შესაბამისად
** სპეციალური მედიკამენტების ხარჯვის ყოველდღიური ჟურნალების, ელექტრონული ბაზებისა და ნაშთების აღრიცხვა-ინვენტარიზაციის წარმოება
** მედიკამენტების ვარგისიანობის ვადებისა და შენახვის პირობების მონიტორინგი
** საექთნო დოკუმენტაციის, ჟურნალებისა და პაციენტის ბარათების წარმოების სისწორის კონტროლი
** ინფექციური კონტროლისა და ჰიგიენური ნორმების დაცვის უზრუნველყოფა როგორც ბაზაზე, ისე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილებში

აუცილებელია, რომ:

** გქონდეს განათლება საექთნო მიმართულებით
** გქონდეს მოქმედი სახელმწიფო სერტიფიკატი საექთნო საქმიანობაში
** გქონდეს მინიმუმ 1-2 წლიანი სამუშაო გამოცდილება საექთნო მიმართულებით
** იცოდე სპეციალური (ფსიქოტროპული/ნარკოტიკული) მედიკამენტების კონტროლის, შენახვისა და აღრიცხვის წესები (კანონმდებლობის მოთხოვნების მიხედვით)
** იცოდე საოფისე პროგრამები (MS Office) და სამედიცინო საინფორმაციო სისტემები

გაგვიხარდება, თუ:

** გექნება ხელმძღვანელ / უფროსი ექთნის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** გექნება გამოცდილება გადაუდებელი დახმარების სფეროში

თუ მზად ხარ, მიიღო მონაწილეობა და შეიტანო წვლილი კომპანიის წარმატებაში, ველოდებით შენს გამოხმაურებას: https://matchup.ge/vacancies/uprosi-ektani/
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე