Робота для біженців з України
კურიერი საკუთარი მიკროავტობუსით - მცხეთა-მთიანეთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კურიერი საკუთარი მიკროავტობუსით
მომწოდებელი: იზივეი
გამოქვეყნდა: 18 ნოემბერი / ბოლო ვადა: 18 დეკემბერი
ლოჯისტიკური და საკურიერო კომპანია "იზივეი" ეძებს კურიერს საკუთარი მიკროავტობუსით მცხეთა-მთიანეთში.

აუცილებელია, კანდიდატს ჰყავდეს საკუთარი მიკროავტობუსი (მარშრუტკა), მინივენი ან კომბოს ტიპის ავტომობილი!

ძირითადი მოვალეობა: გზავნილების აღება, ჩაბარება და აღრიცხვა კომპანიაში არსებული წესების შესაბამისად.

პირობები:

** სამუშაო საათები: 10:00-დან 19:00 საათამდე, ორშაბათი-პარასკევი;
** ანაზღაურება: ყოველდღიურად 80-100 ლარი + საწვავი;
** მისამართი: ქ. თბილისი, გურამიშვილის გამზ. 64;
** სამუშაო არეალი: მცხეთა-მთიანეთი.

კომპანიის ძირითადი მოთხოვნები:

** საკუთარი მიკროავტობუსი;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ქართულ ენაზე გამართული მეტყველების უნარი;
** მართვის მოწმობა B კატეგორია;
** საგზაო ნიშნებისა და უსაფრთხოების წესების ცოდნა;
** აპლიკაციაში მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად).

ჩვენი უპირატესობები:

** გამართული სამუშაო პროცესი;
** მეგობრული სამუშაო გარემო.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** სიახლის ათვისების უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და სწორი მენეჯმენტის უნარი;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი.

კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს:

** პირველი ეტაპი - სატელეფონო გასაუბრება;
** მეორე ეტაპი - ადგილზე გასაუბრება.

დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@easyway.ge, სათაურის ველში მიუთითეთ "კურიერი საკუთარი მიკროავტობუსით მცხეთა-მთიანეთში".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე