Робота для біженців з України
ქომი შეფი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქომი შეფი
მომწოდებელი: არქი ჰოსფითალითი
გამოქვეყნდა: 18 ნოემბერი / ბოლო ვადა: 01 დეკემბერი
"Archi Hospitality" განაგრძობს განვითარებას და საერთაშორისო მასშტაბის გაფართოებას. ბელგიურ კაფეების ქსელთან პარტნიორობით, კომპანია თბილისში ახალ, საინტერესო პროექტს იწყებს.

ჩვენს გუნდში ვეძებთ ქომი შეფს (Commis Chef).

რას გააკეთებ ამ პოზიციაზე:

** დაეხმარები მზარეულებს კერძებისა და ინგრედიენტების მომზადებაში;
** მონაწილეობას მიიღებ კერძების მომზადებისა და გაფორმების პროცესში;
** უზრუნველყოფ პროდუქტების სწორ შენახვასა და სამუშაო სივრცის მოწესრიგებას;
** შეასრულებ შეფ-მზარეულის მითითებებს და დაიცავ მომზადების სტანდარტებს;
** იზრუნებ სისუფთავის, ჰიგიენისა და სურსათის უვნებლობის წესების დაცვაზე.

ეს პოზიცია შენთვისაა, თუ:

** გაქვს კულინარიის მიმართ ინტერესი და განვითარების სურვილი;
** გაქვს სამზარეულოში მუშაობის საწყისი გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
** ხარ პასუხისმგებლიანი, ყურადღებიანი და მონდომებული;
** მზად ხარ ისწავლო ახალი ტექნიკები და განვითარდე პროფესიულად.

რას გთავაზობთ ჩვენ:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, თამარაშვილის 13;
** სამუშაო გრაფიკი: ცვლებში, კვირაში 5 სამუშაო დღე;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@archihospitality.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: ქომი შეფი.

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 01 დეკემბერი, 2026.

გაცნობებთ, რომ "არქი ჰოსფითალითი" კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. მონაცემების ცვლილების ან წაშლის მოთხოვნის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ მითითებულ ელფოსტაზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე