|
დასახელება:
დემი შეფი
|
| მომწოდებელი:
არქი ჰოსფითალითი
|
|
გამოქვეყნდა: 18 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 01 დეკემბერი
|
"Archi Hospitality" განაგრძობს განვითარებას და საერთაშორისო მასშტაბის გაფართოებას. ბელგიურ კაფეების ქსელთან პარტნიორობით, კომპანია თბილისში ახალ, საინტერესო პროექტს იწყებს.
ჩვენს გუნდში ვეძებთ დემი შეფს (Demi Chef).
რას გააკეთებ ამ პოზიციაზე:
** მოამზადებ კერძებს დადგენილი რეცეპტებისა და ხარისხის სტანდარტების შესაბამისად;
** უზრუნველყოფ შენზე მინდობილი სამზარეულოს სამუშაო პროცესის გამართულ მიმდინარეობას;
** გააკონტროლებ პროდუქტების სწორ გამოყენებას, შენახვასა და ხარისხს;
** დაეხმარები შეფ-მზარეულს სამზარეულოს ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზებაში;
** დაიცავ სისუფთავის, ჰიგიენისა და სურსათის უვნებლობის სტანდარტებს.
ეს პოზიცია შენთვისაა, თუ:
** გაქვს კულინარიის მიმართ ინტერესი და განვითარების სურვილი;
** გაქვს სამზარეულოში მუშაობის საწყისი გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
** ხარ პასუხისმგებლიანი, ყურადღებიანი და მონდომებული;
** შეგიძლია გუნდთან ეფექტური თანამშრომლობა;
** მზად ხარ ისწავლო ახალი ტექნიკები და განვითარდე პროფესიულად.
რას გთავაზობთ ჩვენ:
** სამუშაო ადგილი: თბილისი, თამარაშვილის 13;
** სამუშაო გრაფიკი: ცვლებში, კვირაში 5 სამუშაო დღე;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა;
** მეგობრული და მხარდამჭერი სამუშაო გარემო.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@archihospitality.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: დემი შეფი.
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 01 დეკემბერი, 2026.
გაცნობებთ, რომ "არქი ჰოსფითალითი" კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. მონაცემების ცვლილების ან წაშლის მოთხოვნის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ მითითებულ ელფოსტაზე.
|
|
|
|