Робота для біженців з України
პრისელერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პრისელერი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 16 ნოემბერი / ბოლო ვადა: 16 დეკემბერი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას პრისელერის პოზიციაზე.

ვეძებთ აქტიურ და მოტივირებულ თანამშრომელს, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის პროდუქციის წარდგენას და რეალიზაციის ხელშეწყობას თბილისის ტერიტორიაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის პროდუქციის წარდგენა და შეთავაზება პოტენციური მომხმარებლებისთვის;
** გაყიდვების ზრდისა და დასახული გეგმების შესრულების უზრუნველყოფა;
** ახალი სავაჭრო ობიექტებისა და პარტნიორების მოძიება;
** ბაზრის შესწავლა და კონკურენტული გარემოს ანალიზი;
** თბილისის მასშტაბით სავაჭრო ობიექტებზე მუდმივი ვიზიტი და თაროებზე პროდუქციის არსებობის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა - აუცილებელი პირობა.
** საკუთარი ეკონომიური მსუბუქი ავტომობილის ფლობა - აუცილებელი პირობა.
** გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
** სავაჭრო ობიექტებთან დავალიანებების კონტროლი.
** გამართული მეტყველება, ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკების წარმოების უნარი.

პიროვნული თვისებები:

** კეთილსინდისიერება
** შრომისმოყვარეობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** მოწესრიგებულობა
** პუნქტუალურობა

ანაზღაურება:

** ანაზღაურება გამომუშავების მიხედვით / ბონუსი შედეგიდან (%)
** საწვავის ხარჯს დაფარავს კომპანია

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 სამუშაო დღე

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV ელფოსტაზე: info.digipeaks@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "პრისეილერი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე