|
დასახელება:
საუზმის მიმტანი
|
| მომწოდებელი:
სასტუმრო-რესტორანი
|
|
გამოქვეყნდა: 09 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 09 დეკემბერი
|
ძველ თბილისში მდებარე სასტუმრო-რესტორანი დილის საუზმის სერვისისთვის ეძებს გამოცდილ და სტუმართმოყვარე მიმტანს.
მოვალეობები:
** სტუმრების დახვედრა და საუზმის დროს მომსახურება;
** შვედური მაგიდის მოწესრიგება და საჭირო პროდუქტების დროული შევსება;
** სისუფთავისა და მომსახურების მაღალი სტანდარტის დაცვა;
** სტუმრებისთვის სასიამოვნო და პოზიტიური გარემოს შექმნა;
** გახარჯული პროდუქციის აღწერა.
მოთხოვნები:
** მიმტანად მუშაობის გამოცდილება აუცილებელია;
** ინგლისური და რუსული ენების საბაზისო ცოდნა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა, კომუნიკაბელურობა და პოზიტიური დამოკიდებულება;
** სტუმრებზე ზრუნვისა და სასიამოვნო მომსახურების სურვილი.
გრაფიკი: 2/2
სამუშაო პერიოდი: 07:00-12:00
ანაზღაურება: 60 ლარი ცვლაში — ტრანსპორტირების ხარჯის ჩათვლით.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ CV ელფოსტაზე: hrhoreca7@gmail.com
|
|
|
|