Робота для біженців з України
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: 3D Painter
გამოქვეყნდა: 06 ნოემბერი / ბოლო ვადა: 06 დეკემბერი
კომპანია "3D Painter" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. ჩვენი კომპანია სპეციალიზდება კრისტალის პერსონალიზებული სუვენირების, თასების, ჯილდოებისა და პრემიუმ კორპორატიული საჩუქრების დამზადებასა და მიწოდებაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციური კორპორატიული კლიენტების (კომპანიები, ორგანიზაციები, უნივერსიტეტები, სპორტული ფედერაციები) აქტიური მოძიება და გრძელვადიანი საქმიანი ურთიერთობების დამყარება;
** კრისტალის პერსონალიზებული სუვენირებისა და კორპორატიული საჩუქრების პრეზენტაცია და შეთავაზება;
** შეკვეთების მიღება, მართვა და წარმოების პროცესის კოორდინაცია კლიენტის მოთხოვნების შესაბამისად;
** კომერციული შეთავაზებებისა და ტენდერების დოკუმენტაციის მომზადება.

ძირითადი მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება აქტიურ ან კორპორატიულ გაყიდვებში (B2B) - სასურველია;
** მაღალი კომუნიკაციის უნარი, პრეზენტაციის ჩატარებისა და მოლაპარაკებების წარმართვის კულტურა;
** ენერგიული, შედეგზე ორიენტირებული და ორგანიზებული ხასიათი.

სამუშაო პირობები და ანაზღაურება:

** ადგილმდებარეობა: თბილისი;
** სამუშაო გრაფიკი: სრული / ჰიბრიდული;
** ანაზღაურება: ფიქსირებული ნაწილი + მაღალი პროცენტული სისტემა გაყიდვებიდან (შემოსავალი არ არის შეზღუდული და პირდაპირ არის დამოკიდებული თქვენს აქტივობაზე);
** მეგობრული და მოქნილი სამუშაო გარემო.

როგორ მიიღოთ მონაწილეობა:

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr3dpainter@gmail.com

ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 571 696 696.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე