Робота для біженців з України
მძღოლი-დისტრიბუტორი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლი-დისტრიბუტორი
მომწოდებელი: ორი ნაბიჯი
გამოქვეყნდა: 06 ნოემბერი / ბოლო ვადა: 20 ნოემბერი
"ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - მძღოლი-დისტრიბუტორი - ქუთაისი,

"2 ნაბიჯი" ქართული საცალო ვაჭრობის სფეროს გამოკვეთილი ლიდერია. კომპანია მუდმივად ზრდაზეა ორიენტირებული. დღეისთვის 2 ნაბიჯი მთელი ქვეყნის მასშტაბით 600-ზე მეტი მაღაზიით არის წარმოდგენილი და მომხმარებელს მისგან 2 ნაბიჯში, ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე, ხელმისაწვდომ ფასებსა და კომფორტულ გარემოს სთავაზობს.

"2 ნაბიჯი" 2022 წლიდან ამოქმედდა კომპანიის ონლაინ მაღაზია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ვებ ფორმატში, ასევე აპლიკაციის სახით.

"2 ნაბიჯი" ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია შრომის ბაზარზე, ამჟამად კომპანია 5000-ზე მეტ თანამშრომელს ითვლის. ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ მაქსიმალურ ეფექტიანობას და გვჯერა, რომ ამ მიზნის მიღწევას მხოლოდ საუკეთესო პროფესიონალების გუნდით მოვახერხებთ.

სამუშაო პირობები

** გაზრდილი ანაზღაურება: 1900 ლარი
** ტრანსპორტირების უზრუნველყოფა საწყობამდე
** მუშაობა 2 დამხმარესთან ერთად
** სამუშაო გრაფიკი: 20:00-05:00
** სამუშაო ადგილი: ქ. ქუთაისი, ახალგაზრდობის გამზირი #19

ძირითადი ფუნქციები:
** სუპერვაიზერის მიერ მიღებული მარშრუტის შესაბამისად ტვირთის ჩატვირთვა მანქანაში და განაწილება ობიექტებში.
** კონკრეტულ სავაჭრო ობიექტში შესატანი პროდუქციის გადმოტვირთვაში მონაწილეობის მიღება;
** სავაჭრო ქსელიდან, წინასწარ დაანონსებული ინვენტარისა და უკანდასაბრუნებელი პროდუქციის ზუსტი და უდანაკარგო ტრანსპორტირება;
** ავტომობილის ზედაპირული ტექნიკური დათვალიერება, დაზიანებების აღრიცხვა და უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;
** სატვირთო ავტომობილის მართვა მოძრაობის და უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით;
** სავაჭრო ობიექტის გაღება მიღებული კოდის მეშვეობით და დისტრიბუციის პროცესის დასრულების შემდგომ დაცვის სამსახურთან დაკავშირება ობიექტის კვლავ დაცვაზე აყვანის შესახებ;
** სამუშაო დღის დასრულების შემდგომ ავტომობილის გასუფთავება და მომდევნო დღისთვის მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** C კატეგორიის მართვის მოწმობა;
** საგზაო მოძრაობის წესების ცოდნა.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/PVE2UWMd
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე