Робота для біженців з України
ჯუნიორ მარკეტინგის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ჯუნიორ მარკეტინგის სპეციალისტი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 04 ნოემბერი / ბოლო ვადა: 04 დეკემბერი
ვეძებთ ჯუნიორ მარკეტინგის სპეციალისტს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს გუნდს და ჩაერთვება საინტერესო მარკეტინგულ პროექტებში.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ჩაჩავას ქ. N1

რას გააკეთებ ჩვენთან?

** დაეხმარები მარკეტინგის გუნდს ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზებაში;
** მოამზადებ მარტივ ბრიფებს გრაფიკული დიზაინერისთვის;
** განაახლებ ინფორმაციას ვებგვერდზე — განათავსებ სიახლეებს, სტატიებსა და სხვა მასალებს;
** ჩაერთვები სოციალური მედიისთვის კონტენტის მომზადებასა და გამოქვეყნებაში;
** მონაწილეობას მიიღებ ფოტო და ვიდეომასალის გადაღებაში, მათ შორის პაციენტების კმაყოფილების ამსახველი ვიდეოების მომზადებაში;
** იმუშავებ კლინიკის შიდა პროგრამაში (Doktra) და საჭიროების შემთხვევაში ამოიღებ მონაცემებს — პროგრამის გამოყენებას ადგილზე შეგასწავლით;
** დაგვეხმარები კორპორაციული ღონისძიებების, კონფერენციებისა და სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობის ორგანიზებაში;
** ჩაერთვები სხვა საინტერესო მარკეტინგულ პროექტებში.

რას ველოდებით შენგან?

** დაინტერესებას მარკეტინგისა და სოციალური მედიის მიმართულებით;
** გამართულ წერით და კომუნიკაციის უნარებს;
** პასუხისმგებლობის გრძნობას და ორგანიზებულობას;
** გუნდური მუშაობის უნარს;
** ახალი ცოდნისა და გამოცდილების მიღების სურვილს.

დამატებითი უპირატესობა იქნება, თუ იცნობ Canva-ს, CapCut-ს ან გაქვს ვებგვერდთან მუშაობის საბაზისო გამოცდილება.

რას გთავაზობთ?

** მეგობრულ და მხარდამჭერ სამუშაო გარემოს;
** პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას;
** სხვადასხვა მარკეტინგულ პროექტში მონაწილეობის შესაძლებლობას;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** საჭირო პროგრამებისა და სამუშაო პროცესების ადგილზე შესწავლას.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნე CV: hr@krc.ge

სათაურში მიუთითე: "ჯუნიორ მარკეტინგის სპეციალისტი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე