Робота для біженців з України
PR სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: PR სპეციალისტი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 02 ნოემბერი / ბოლო ვადა: 02 დეკემბერი
ჩვენი გუნდი ეძებს ნიჭიერ, ენერგიულ და კომუნიკაბელურ, სხარტი აზროვნების კანდიდატს PR სპეციალისტის პოზიციაზე!

თუ გიყვარს წერა, გაქვს კრეატიული აზროვნება, ფლობ ინგლისურს და გსურს განვითარება — ეს შეთავაზება შენთვისაა.

ძირითადი მოთხოვნები და პირობები:

** ენა: ქართული ენის სრულყოფილი ფლობა (გამართული წერა და მეტყველება); ინგლისური ენა.
** კრეატიული წერა: სოციალური ქსელების პოსტების, მიმზიდველი ტექსტებისა და სტატიების შექმნის უნარი.
** პიროვნული თვისებები: სხარტი და კრეატიული აზროვნება, პოზიტიური განწყობა, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
** სამუშაო ფორმატი: ჰიბრიდული/ონლაინ. ძირითადად იმუშავებთ დისტანციურად, თუმცა საჭიროებისამებრ (წინასწარი შეთანხმებით) აუცილებელი იქნება ღონისძიებებსა და შეხვედრებზე დასწრება.

რას გთავაზობთ:

** მეგობრულ და მხარდამჭერ სამუშაო გარემოს.
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას.
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს.
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას (დაახლოებით 1500-დან 2000 ლარამდე, კვალიფიკაციის მიხედვით).

როგორ უნდა გამოგვეხმაუროთ?

თუ თვლი, რომ აკმაყოფილებ აღწერილ მოთხოვნებს და მზად ხარ, შემოუერთდე ჩვენს გუნდს, გამოგვიგზავნე შენი CV (ფოტოსურათით) ელექტრონულ მისამართზე: marineb2025@gmail.com

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე