Робота для біженців з України
სტომატოლოგიური კლინიკის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტომატოლოგიური კლინიკის მენეჯერი
მომწოდებელი: სტომატოლოგიური კლინიკა
გამოქვეყნდა: 02 ნოემბერი / ბოლო ვადა: 02 დეკემბერი
სტომატოლოგიური კლინიკა აცხადებს ვაკანსიას კლინიკის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კლინიკის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება და მართვა;
** ადმინისტრატორების, ასისტენტებისა და სხვა პერსონალის მუშაობის კოორდინაცია;
** თანამშრომელთა სამუშაო გრაფიკების, დისციპლინისა და შესრულებული სამუშაოს კონტროლი;
** პაციენტთა მომსახურების ხარისხისა და კმაყოფილების მონიტორინგი;
** კონფლიქტური და რთული სიტუაციების პროფესიონალურად მართვა;
** მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისა და პაციენტთა რაოდენობის ზრდის ხელშეწყობა;
** მარკეტინგული აქტივობებისა და სარეკლამო კამპანიების კოორდინაცია;
** კლინიკის შიდა სტანდარტებისა და სამუშაო პროცესების დაცვა;
** კლინიკის ხელმძღვანელისთვის პერიოდული ანგარიშების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის ან ჯანდაცვის მიმართულებით);
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
** უპირატესობა მიენიჭება სამედიცინო ან სტომატოლოგიურ კლინიკაში მუშაობის გამოცდილებას;
** პერსონალის მართვისა და ორგანიზაციული უნარები;
** ფინანსური ანგარიშგებისა და ძირითადი ბიზნეს მაჩვენებლების ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის, კარგი ცოდნა;
** გამართული კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
** პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული თვისებები:

** ლიდერული უნარები და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სამართლიანი და მომთხოვნი დამოკიდებულება თანამშრომლების მიმართ;
** ემოციური ინტელექტი და სტრესულ სიტუაციებში ეფექტურად მოქმედების უნარი;
** ინიციატივიანობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** კონფიდენციალურობისა და პროფესიული ეთიკის დაცვა.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** კონკურენტულ ანაზღაურებას, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად;
** კლინიკის განვითარებაში აქტიური მონაწილეობის შესაძლებლობას.

პირობები:

** სამუშაო დღეები: ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი - 10.00-დან 18.00-მდე, შაბათი 10.00-16.00-მდე.
** ანაზღაურება შეთანხმებით.
** სამუშაო ადგილი: თბილისი, დიდი დიღომი.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV: Lalimindiashvili11@gmail.com

სათაურის ველში მიუთითეთ: "კლინიკის მენეჯერი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე