Робота для біженців з України
ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: სასტუმრო
გამოქვეყნდა: 31 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
19 ნომრიანი სასტუმრო ავლაბარში აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** ლოკაცია: ავლაბარი, ელენე ახვლედიანის აღმართი;
** სამუშაო დრო: 9:00-დან 21:00-მდე;
** გრაფიკი: 2 დღე მუშაობა, 2 დღე დასვენება.
** ანაზღაურება: 1000 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

** ჯავშნების მონიტორინგი სხვადასხვა პლატფორმაზე. ახალი ჯავშნების პროგრამაში შეყვანა;
** სტუმრებთან კომუნიკაცია როგორც პირადად ასევე ვოთსაპის, მეილის, ტელეფონის საშუალებით;
** სტუმრების დაბინავება, მათ საჭიროებებზე რეაგირება;
** სასტუმროს პოლიტიკის შესაბამისად ანგარიშსწორების წარმოება და სწორი პროგრამული ასახვა;
** გაუთვალისწინებელ პრობლემებზე დროული რეაგირება და გადაჭრის გზების მოძიება.

მოთხოვნები:

** პუნქტუალური, კეთილგანწყობილი;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** სასურველია fina-ში მუშაობის გამოცდილება.

აუცილებელი უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დროის ეფექტური მართვა და პრიორიტეტების განსაზღვრა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე;
** ორგანიზებულობა და დისციპლინა.

კომპანია გთავაზობთ:

კვებით უზრუნველყოფას.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: office@rentalhub.ge

სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე