Робота для біженців з України
მომხმარებლებთან ურთიერთობის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მომხმარებლებთან ურთიერთობის მენეჯერი
მომწოდებელი: ინტელკომ ჯგუფი
გამოქვეყნდა: 29 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 29 ნოემბერი
"ინტელკომ ჯგუფი", IT დისტრიბუციისა და ინტეგრაციის მიმართულებით წამყვანი კომპანია საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას მომხმარებლებთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: https://intellcom.net/ka/company/

ძირითადი მოვალეობები:

** შოურუმში მოსული მომხმარებლების მომსახურება;
** შემოსული სატელეფონო ზარების, ელექტრონული წერილებისა და სხვა საკომუნიკაციო არხებით მიღებული მოთხოვნების დამუშავება;
** შეკვეთების მიღება და სისტემაში დამუშავება, მიწოდების ორგანიზება და შეკვეთების შესრულების მონიტორინგი.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა და თავაზიანი კომუნიკაციის კულტურა;
** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ყურადღების გამახვილების უნარი;
** რამდენიმე დავალების პარალელურად მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი.

დამატებით უპირატესობად ჩაითვლება:

** ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამებთან და მომხმარებელთა მოთხოვნების მართვის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
** გაყიდვების ან ტექნიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება.

ანაზღაურება და ბენეფიტები:

** კონკურენტული ანაზღაურება კანდიდატის კვალიფიკაციისა და პროფესიული გამოცდილების შესაბამისად;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** რეგულარული კორპორატიული ღონისძიებები.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ტერევერკოს ქ. 42. - "ინტელკომ ჯგუფის" თანამედროვე და სრულად კეთილმოწყობილი ოფისი, სასადილო ოთახით, საკონფერენციო და შეხვედრების სივრცეებით, გასართობი და სპორტული ზონებით, თანამშრომლებისთვის განკუთვნილი პარკინგით;
** სამუშაო გარემო: კეთილგანწყობილი და მეგობრული გუნდი;
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 9:00-18:00 (ერთსაათიანი შესვენებით);
** შვებულება: 24 სამუშაო დღე წელიწადში.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა CV გამოაგზავნოთ ელ. ფოსტაზე: vacancy@intellcom.net და გზავნილის თემაში (Subject) მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - "მომხმარებლებთან ურთიერთობის მენეჯერი".

გასაუბრება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

პერსონალური მონაცემების დამუშავება: ვაკანსიაზე განაცხადის გამოგზავნით კანდიდატის პერსონალური მონაცემები დამუშავდება დასაქმების მიზნით. კანდიდატის მონაცემები შესაძლოა, მისი თანხმობისა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, შეინახოს კომპანიამ განაცხადის განხილვის დასრულებიდან 6 თვის განმავლობაში, მომავალში შესაბამის ვაკანსიებზე კანდიდატურის განხილვის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე