Робота для біженців з України
ფინანსებისა და აღრიცხვის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსებისა და აღრიცხვის მენეჯერი
მომწოდებელი: თრექინგს.ჯი
გამოქვეყნდა: 27 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 27 ნოემბერი
"თრექინგს.ჯი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსებისა და აღრიცხვის მენეჯერის თანამდებობაზე - ბუღალტრული აღრიცხვის, საგადასახადო და ფინანსური პროცესების მართვა.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ორხევი, თენგიზ ჩანტალის 11გ
სამუშაო სფერო: ლოჯისტიკა, ფოსტა, საბაჟო
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 (1 საათი შესვენება)
ანაზღაურება: 2, 500-3, 000 ლარი NET, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის სრული საბუღალტრო ოპერაციებისა და ნაშთების კონტროლი;
** საგადასახადო დეკლარაციების საგადასახადო შესაბამისობის კონტროლი;
** ყოველთვიური და წლიური დახურვა, ანგარიშების შეჯერება და ფინანსური ანგარიშგების მომზადება;
** დებიტორული/კრედიტორული დავალიანებებისა და ანგარიშსწორებების კონტროლი;
** ბიუჯეტირება, ფულადი ნაკადების დაგეგმვა, ხარჯებისა და ფინანსური შედეგების ანალიზი;
** მენეჯმენტისთვის ფინანსური ანგარიშების მომზადება და ფინანსური პროცესების გაუმჯობესება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის ან შესაბამისი მიმართულებით;
** ფინანსურ/საბუღალტრო სფეროში მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება,
** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობისა და RS.ge-ს პრაქტიკული ცოდნა;
** სასურველია IFRS-ის ან IFRS for SMEs-ის ცოდნა და ფინანსური ანგარიშგების მომზადების გამოცდილება;
** Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა და საბუღალტრო პროგრამასთან/ERP-სთან მუშაობის გამოცდილება;
** საჭიროა ინგლისური ან რუსული ენის სრულყოფილი ცოდნა
** ბიუჯეტირების, ფინანსური ანალიზის უნარი, სიზუსტე და პასუხისმგებლობა.

რას გთავაზობთ:

პროფესიული განვითარების შესაძლებლობას, მრავალფეროვან სამუშაო გარემოსა და შესრულებული პროექტების შედეგებიდან გამომდინარე KPI-ზე დაფუძნებული დამატებითი ანაზღაურების განხილვის შესაძლებლობას.

განაცხადის გაგზავნა:

გამოგვიგზავნეთ CV: HR@trackings.ge თემაში მიუთითეთ: "ფინანსებისა და აღრიცხვის მენეჯერი"
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე