Робота для біженців з України
საოპერაციო მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საოპერაციო მენეჯერი
მომწოდებელი: თრექინგს.ჯი
გამოქვეყნდა: 27 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 27 ნოემბერი
"თრექინგს.ჯი" აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო მენეჯერის თანამდებობაზე - ადმინისტრაციული და საოპერაციო პროცესების მართვა.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ორხევი, თენგიზ ჩანტლაძის ქუჩა
ანაზღაურება: 1700-2000 ლარი, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის ყოველდღიური საოპერაციო და ადმინისტრაციული პროცესების ორგანიზება და კონტროლი;
** თანამშრომლების სამუშაო პროცესების კოორდინაცია, დავალებების განაწილება და შესრულების მონიტორინგი;
** ლოგისტიკურ და საწყობის პროცესებთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაცია;
** დოკუმენტბრუნვის, შიდა პროცედურებისა და პარტნიორებთან კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
** შეფერხებების გამოვლენა, პრობლემების გადაჭრა, პროცესების გაუმჯობესება და ანგარიშგება.
** პროცესების ოპტიმიზაციაში, SOP-ების დანერგვაში, KPI-ების მონიტორინგსა და ანგარიშგებაში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია ლოგისტიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ადმინისტრაციული მართვის მიმართულებით გამოცდილება;
** სამუშაო პროცესების დაგეგმვის, ორგანიზებისა და კონტროლის უნარი;
** MS Office-ის, განსაკუთრებით Excel-ის, კარგი ცოდნა;
** რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა — სავალდებულოა;
** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა და ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი.

რას გთავაზობთ:

პროფესიული განვითარების შესაძლებლობას, მრავალფეროვან სამუშაო გარემოსა და შესრულებული პროექტების შედეგებიდან გამომდინარე KPI-ზე დაფუძნებული დამატებითი ანაზღაურების განხილვის შესაძლებლობას.

განაცხადის გაგზავნა:

გამოგვიგზავნეთ CV: HR@trackings.ge თემაში მიუთითეთ: "საოპერაციო მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე