Робота для біженців з України
გაყიდვების/დისტრიბუციის მენეჯერი - იმერეთი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების/დისტრიბუციის მენეჯერი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 27 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 27 ნოემბერი
გსურს შენი კარიერული წარმატება დასავლეთ საქართველოში? შემოუერთდი ჩვენს გუნდს!

წარმატებული სადისტრიბუციო კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების/დისტრიბუციის მენეჯერის პოზიციაზე დასავლეთ საქართველოს რეგიონში.

რას გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას: ფიქსირებული ხელფასი + მაღალი სამოტივაციო ბონუსი (შენი შემოსავალი შენს შედეგებზეა დამოკიდებული) 1500-დან 3500 ლარამდე
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას.
** დინამიკურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს.

ძირითადი მოვალეობები:

** რეგიონში გაყიდვების ზრდისა და განვითარების სტრატეგიის წარმართვა.
** არსებულ სავაჭრო ობიექტებთან მჭიდრო ურთიერთობა და ახალი პარტნიორების მოზიდვა.
** გაყიდვების ჯგუფის ეფექტიანი ხელმძღვანელობა და კოორდინაცია.

მოთხოვნები კანდიდატის მიმართ და საჭირო უნარ-ჩვევები:

** მართვის მოწმობა (B კატეგორია) აუცილებელია
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება.
** დასავლეთ საქართველოს სავაჭრო სექტორისა და რეგიონის კარგი ცოდნა.
** საკუთარი ავტომობილის ყოლა (აუცილებელია).
** ძლიერი მოლაპარაკებებისა და ლიდერობის უნარები.

გახდი ჩვენი წარმატებული გუნდის ნაწილი! გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად (CV) მისამართზე: distrigo.hr@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე