Робота для біженців з України
შეკვეთების დამუშავების ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შეკვეთების დამუშავების ოპერატორი
მომწოდებელი: PepsiCo
გამოქვეყნდა: 23 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 20 ნოემბერი
"PepsiCo" წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და ოპერირებს მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიიდან - "სოფლის ნობათი", "ჩუდო", "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Fruktoviy Sad"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Cheetos"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".

შემოუერთდით ჩვენს გუნდს, ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს შეკვეთების დამუშავების ოპერატორის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის გადატვირთვაზე განცხადების მიღება
** დოკუმენტაციის წარმოება პროდუქციის რეალიზაციასა და დაბრუნებაზე
** ყველა საჭირო დოკუმენტაციის წარმოება გადატვირთვის შესახებ, პირველადი ბუღალტრული დოკუმენტაციის გაფორმება კომპანიის ანგარიშგების პოლიტიკის, საქართველოში მოქმედი ნორმატიული დოკუმენტებისა და კომპანიის კლიენტებთან არსებული სახელშეკრულებო პირობების გათვალისწინებით
** საქართველოს შემოსავლების სამსახურის საიტზე ატვირთულ ზედნადებებსა და ა/ფაქტურებზე მონაცემების გაცვლა
** სხვადასხვა დოკუმენტაციისა და ანგარიშების წარდგენა მოთხოვნისამებრ
** სტრუქტურული დანაყოფის საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა ზომების შემუშავებასა და დანერგვაში მონაწილეობა

კანდიდატის პროფილი:

** არასრული უმაღლესი ან სრული პროფესიული განათლება
** სასურველია გამოცდილება მონაცემების დამუშავების ან პროგრამებში მუშაობის მიმართულებით
** MS Office პროგრამების ცოდნა, სასურველია 1C
** ქართული ენა თავისუფლად, ინგლისური ენა B1+;
** კომუნიკაციის უნარი;
** ცვლის გრაფიკით მუშაობის შესაძლებლობა

რას გთავაზობთ?

** ხელმძღვანელთა და გუნდის წევრთა მუდმივი მხარდაჭერა და განვითარება
** კონკურენტული ანაზღაურებისა და ბენეფიტების პაკეტი:
** ყოველწლიურად მზარდი ანაზღაურება, 1700₾
** სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევა
** 50%-იანი თანადაფინანსება შერჩეულ ბენეფიტზე
** კეთილდღეობისა და work-life balance მხარდამჭერი პროგრამები
** სამუშაო ადგილი და გრაფიკი: თბილისი, ფონიჭალა; 40 სთ კვირაში (8 სთ-იანი დღისა და ღამის ცვლები)
** ტრანსპორტირება (მ/ს ისანი)
** კვება

თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: delivery_cau@pepsico.com 20 ნოემბრამდე და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელ-ფოსტის სათაურის ველში.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე