|
დასახელება:
დიასახლისი
|
| მომწოდებელი:
Inex Group
|
|
გამოქვეყნდა: 22 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 22 ნოემბერი
|
საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია "ინექს გრუპი" აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე.
"ინექს გრუპი" არის საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია, რომელიც ახორციელებს ონლაინ გამოწერილი ამანათების, პერსონალურად გამოგზავნილი ამანათებისა და კომერციული ტვირთების ტრანსპორტირებას მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან: ამერიკიდან, ევროპის ქვეყნებიდან, ისრაელიდან, ჩინეთიდან და სხვა. ინექს გრუპი ფილიალებისა და აგენტების ქსელის მეშვეობით ამანათების მიწოდებას ახდენს მთელი საქართველოს მასშტაბით.
პირობები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი - თამარაშვილის გამზირი;
** გრაფიკი: არასტანდარტული;
** ანაზღაურება: 800 ლარი;
** კვირა - დასვენება.
ფუნქცია-მოვალეობები:
** ოფისის დასუფთავება/დალაგება;
** ოფისში არსებული ინვენტარის დასუფთავება;
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დაკვირვების უნარი;
** მოწესრიგებულობა.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: career@inex.ge სათაურის ველში მიუთითეთ შესაბამისი სათაური: "დიასახლისი", ან დაგვირეკეთ ნომერზე (+995 32) 249 26 26.
კომპანია "ინექს გრუპი" გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|