|
დასახელება:
ფინანსური ანალიტიკოსი
|
| მომწოდებელი:
კომპანია
|
|
გამოქვეყნდა: 22 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 22 ნოემბერი
|
ვეძებთ პასუხისმგებლობიან, ანალიტიკურ აზროვნებასა და ფინანსური მონაცემების დამუშავების უნარებზე ორიენტირებულ ფინანსურ ანალიტიკოსს, რომელიც ჩაერთვება ფინანსური ანგარიშგების მომზადების, ბიუჯეტირების, ფინანსური შედეგების ანალიზისა და მენეჯმენტისთვის შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავების პროცესში.
ძირითადი მოვალეობები:
** ფინანსური და მენეჯერული ანგარიშგებების მომზადება და ანალიზი;
** ფულადი ნაკადების ანგარიშგების (Cash Flow), მოგება-ზარალის ანგარიშგებისა (Income Statement) და ბალანსის (Balance Sheet) მომზადება და შეფასება;
** ფინანსური მონაცემების შეგროვება, დამუშავება და სიზუსტის კონტროლი;
** ბიუჯეტირების პროცესში მონაწილეობა და ფინანსური პროგნოზების მომზადება;
** ფაქტობრივი ფინანსური შედეგების ბიუჯეტთან შედარება და გადახრების მიზეზების გამოვლენა;
** ფინანსური ტენდენციების შეფასება, რისკებისა და გაუმჯობესების შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
** მენეჯმენტისთვის ანალიტიკური ანგარიშებისა და პრაქტიკული რეკომენდაციების მომზადება;
** ფინანსური ინფორმაციის დროული და ზუსტი მიწოდება შესაბამისი დაინტერესებული მხარეებისთვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების, ფინანსური მენეჯმენტის ან მონათესავე მიმართულებით;
** ფინანსურ ანალიტიკოსად ან ფინანსურ მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
** ფინანსური და მენეჯერული ანგარიშგებების მომზადებისა და ანალიზის გამოცდილება;
** ფინანსური ანგარიშგებების - Cash Flow, Income Statement და Balance Sheet ცოდნა;
** MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა, მათ შორის ფორმულებისა და ფუნქციების, PivotTable-ისა და მონაცემთა დამუშავების ინსტრუმენტების გამოყენება;
** სასურველია XLOOKUP ან INDEX/MATCH, SUMIFS და მონაცემთა ვიზუალიზაციის ინსტრუმენტების ცოდნა;
** ბიუჯეტირებისა და ფინანსური პროგნოზირების პრაქტიკული გამოცდილება;
** ფინანსური მონაცემების ანალიზის, ინტერპრეტაციისა და დასკვნების გამოტანის უნარი;
** ინგლისური ენის ცოდნა სამუშაო დონეზე, მათ შორის ფინანსური ტერმინოლოგიისა და პროფესიული დოკუმენტაციის გაგება.
პიროვნული უნარები:
** განვითარებული ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი სიზუსტე;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
** ვადების დაცვისა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი;
** გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობისა და პრობლემების გადაჭრის უნარი.
რას გთავაზობთ:
** პროფესიული განვითარებისა და ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობას;
** ფინანსური პროცესების გაუმჯობესებასა და გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის შესაძლებლობას;
** პროფესიულ და თანამშრომლობაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელფოსტაზე - d.gogichaishvili@natakhtari2005.com ხოლო, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ფინანსური ანალიტიკოსი".
|
|
|
|