Робота для біженців з України
მარკეტინგის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: საერთაშორისო ლოგისტიკური კომპანია
გამოქვეყნდა: 21 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 21 ნოემბერი
საერთაშორისო ლოგისტიკური კომპანია აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:30;
** ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მარკეტინგული პროექტებისა და კამპანიების დამოუკიდებლად დაგეგმვა და განხორციელება;
** პროექტებში ჩართული თანამშრომლებისთვის შესაბამისი დავალებების დელეგირება და მათი საქმიანობის კოორდინაცია;
** პროექტებისა და კამპანიების ბიუჯეტის დაგეგმვა და მართვა;
** ბრენდისა და პროდუქტების ეფექტიანად წარმოჩენის უზრუნველყოფა;
** ღონისძიებების კონცეფციის შემუშავება და ორგანიზება;
** მომწოდებლებთან და სარეკლამო კომპანიებთან ურთიერთობა;
** მარკეტინგული კვლევების დაგეგმვა და კოორდინაცია;
** მარკეტინგული კამპანიების შედეგების ანალიზი და შესაბამისი ანგარიშების მომზადება;
** ბაზრის პერიოდული კვლევა და კონკურენტული ანალიზის ჩატარება;
** ძირითად საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის ან შესაბამისი მიმართულებით;
** მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
** მარკეტინგული პროექტებისა და კამპანიების დაგეგმვისა და მართვის პრაქტიკული გამოცდილება;
** თანამშრომლებისთვის დავალებების დელეგირებისა და გუნდის კოორდინაციის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
** ძლიერი ორგანიზაციული, საკომუნიკაციო და ანალიტიკური უნარები.

საკონტაქტო:

ელფოსტა: l.mikadze@lionauto.pl ტელეფონი: 599 55 33 10
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე