Робота для біженців з України
შეკვეთების კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შეკვეთების კოორდინატორი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 21 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 21 ნოემბერი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას შეკვეთების კოორდინატორის პოზიციაზე.

ანაზღაურება: 1200 ლარი
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 11:00-19:00
ლოკაცია: საბურთალო

ძირითადი მოვალეობები:

** შესაფუთი მასალების დასტიკერება
** ⁠შეკვეთების მიღება გლოვო-ვოლტი-ბოლტიდან
** ⁠კერძების შეფუთვა და კურიერისთვის გადაცემა
** ⁠სარესტორნო პროგრამაში ნავაჭრის შეყვანა
** ⁠შესაფუთის მასალების შეკვეთა და მარაგების კონტროლი
** ⁠დისტრიბუციისგან მოსული პროდუქტების აწონა და დასაწყობება
** ⁠შესაფუთი მასალების გამზადება მომდევნო დღისთვის
** ⁠დღის ბოლოს ნავაჭრის ინფორმირება მენეჯმენტთან

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel);
** უცხო ენების (ინგლისური) საბაზისო ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა და პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა და დროის სწორად მართვა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ყურადღების გამახვილება;
** სამუშაოს ხარისხიანად და დროულად შესრულება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, განაცხადი გამოგზავნოთ მეილზე: contact@fitmeal.ge და სათაურის ველში მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე