|
დასახელება:
სამშენებლო პროექტების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
STREAM
|
|
გამოქვეყნდა: 21 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 05 ოქტომბერი
|
ვაცხადებთ ვაკანსიას სამშენებლო პროექტების მენეჯერის პოზიციაზე დეველოპერული კომპანიისთვის "ბლოქსი" (https://blox.ge/).
პოზიციაზე მივესალმებით კანდიდატებს, რომელთაც აქვთ სამშენებლო პროექტების სრულ ციკლზე მუშაობის გამოცდილება. საცხოვრებელი ან მრავალფუნქციური კომპლექსების მართვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
სამუშაო განაკვეთი - სრული სამუშაო გრაფიკი
ანაზღაურება - განიხილება ინდივიდუალურად, კანდიდატის კვალიფიკაციიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე
ლოკაცია - ქ. თბილისი
ძირითადი მოვალეობები:
** სამშენებლო პროექტების დაგეგმვის, განხორციელებისა და დასრულების პროცესის ორგანიზება, მართვა და კოორდინაცია დადგენილი მიზნების, ვადებისა და მოთხოვნების შესაბამისად.
** პროექტის განხორციელების გეგმისა და შესაბამისი პროცედურების შემუშავება, პერიოდული განახლება და შესრულების მონიტორინგი.
** პროექტის ბიუჯეტის მართვა, ხარჯების კონტროლი და დამტკიცებულ ფინანსურ გეგმასთან შესაბამისობის მონიტორინგი.
** პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების დადგენილ კალენდარულ გრაფიკში შესრულების უზრუნველყოფა და საჭიროების შემთხვევაში მაკორექტირებელი ღონისძიებების დაგეგმვა.
** პროექტში ჩართულ მხარეებთან, მათ შორის კონტრაქტორებთან, დამპროექტებლებთან, მომწოდებლებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან მოლაპარაკებების წარმოება და ეფექტიანი კომუნიკაციის უზრუნველყოფა.
** სატენდერო პროცედურების ორგანიზება, მართვა და მონიტორინგი, შესაბამისი კონტრაქტორებისა და მომსახურების მიმწოდებლების შერჩევის პროცესის კოორდინაცია.
** დამპროექტებლების (არქიტექტორების, კონსტრუქტორების, ინჟინრებისა და სხვა სპეციალისტების) მიერ შესრულებული სამუშაოების მიმოხილვა, კოორდინაცია და პროექტის მოთხოვნებთან შესაბამისობის მონიტორინგი.
** პროექტის თითოეული მნიშვნელოვანი ფაზისთვის საჭირო ღონისძიებების განსაზღვრა, სამუშაოების დაგეგმვა და მათი შესრულებისთვის საჭირო ვადების დადგენა.
** სამშენებლო პროექტის მიმდინარეობის ზედამხედველობა, შესრულებული სამუშაოების ხარისხის, მოცულობებისა და დამტკიცებულ საპროექტო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის მონიტორინგი.
** საპროექტო დოკუმენტაციის, გეგმების, ნახაზებისა და სამუშაოთა მოცულობების გადამოწმება, კოორდინაცია და მართვა.
** საპროექტო ფაზის მიმდინარეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე კონტრაქტორებთან, დამპროექტებლებთან და სხვა ჩართულ მხარეებთან ეფექტიანი კომუნიკაციის წარმოება.
** პროექტის ფარგლებში გამოვლენილი ტექნიკური, საორგანიზაციო და სხვა სახის საკითხების იდენტიფიცირება, შესაბამის პირებთან კოორდინაცია და მათი გადაწყვეტის პროცესის მონიტორინგი.
** სამშენებლო სამუშაოების დასრულების, ობიექტის მომზადებისა და პროექტის მიღება-ჩაბარების პროცესის მართვა და კოორდინაცია.
** პროექტთან დაკავშირებული სხვადასხვა ტიპის ანგარიშების, მათ შორის შესრულებული სამუშაოების, ვადების, ბიუჯეტისა და არსებული საკითხების შესახებ ანგარიშგებების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება სამშენებლო ინჟინერიის, პროექტების მართვის ან შესაბამის სფეროში;
** სამშენებლო პროექტების მართვის მიმართულებით მინიმუმ 3-5 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** სამშენებლო პროექტის დაგეგმვის, განხორციელებისა და დასრულების პროცესების მართვის გამოცდილება;
** სამშენებლო დოკუმენტაციის, საპროექტო ნახაზებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვისა და ანალიზის უნარი;
** ბიუჯეტის, კალენდარული გრაფიკისა და პროექტის რესურსების მართვის გამოცდილება;
** კონტრაქტორებთან, დამპროექტებლებთან, მომწოდებლებთან და სხვა ჩართულ მხარეებთან თანამშრომლობის გამოცდილება;
** სატენდერო პროცედურებისა და შესყიდვების პროცესის ცოდნა;
** სამშენებლო ნორმებისა და მოქმედი რეგულაციების ცოდნა
** MS Office-ის, მათ შორის Excel-ის, მაღალ დონეზე ცოდნა;
** პროექტების მართვის პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია MS Project, Archicad, Autocad ან სხვა შესაბამისი პროგრამების ცოდნა)
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე vacancy@thestream.ge არაუგვიანეს 2026 წლის 05 ოქტომბრისა.
გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM (www.stream.com.ge)-ის რეკრუტინგის სამსახური. შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
|
|
|
|