|
დასახელება:
ვიცეპრეზიდენტის თანაშემწე
|
| მომწოდებელი:
STREAM
|
|
გამოქვეყნდა: 19 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 02 ოქტომბერი
|
ვაცხადებთ ვაკანსიას ვიცე-პრეზიდენტის თანაშემწის პოზიციაზე კერძო უნივერსიტეტისთვის, რომელსაც მოწინავე ადგილი უკავია საგანმანათლებლო სფეროში.
პოზიციაზე მივესალმებით კომუნიკაბელურ, ანალიტიკური აზროვნების მქონე, დეტალებზე ორიენტირებულ, ინიციატივიან, პროაქტიულ კანდიდატებს, რომელთაც აქვთ დოკუმენტაციის და პროცესების მართვის გამოცდილება.
პირობები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი
** სამუშაო განაკვეთი: სრული, 10:00 - 19:00 (ორშაბათი - პარასკევი)
** ანაზღაურება: 4000 - 5000 ლ. (Net)
ძირითადი მოვალეობები:
** ხელმძღვანელის კორესპონდენციის შინაარსობრივი განხილვა, პასუხის მომზადება;
** დოკუმენტაციის დამუშავება, საჭიროების შემთხვევაში დოკუმენტის პროექტის მომზადება;
** ანგარიშის, დასკვნის პროექტის მომზადება ან/და მათი მომზადების კოორდინაცია;
** შეხვედრების, კონფერენციებისა და სხვა ღონისძიებების დაგეგმვა და კოორდინაცია; შეხვედრებისთვის საჭირო მასალების და პრეზენტაციების მომზადება;
** თანამშრომლობის კოორდინირება უნივერსიტეტის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან;
** ხელმძღვანელის სახელით კომუნიკაციის განხორციელება;
** სხვადასხვა პროექტების მონიტორინგი და კოორდინაცია;
** სხვადასხვა საჭირო ინფორმაციის/მონაცემის შეგროვება, ანალიზი და ხელმძღვანელისთვის გაზიარება.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, სასურველია იურიდიული მიმართულებით;
** სამუშაო გამოცდილება უმაღლესი განათლების სფეროში (დეკანის მოადგილე, პროექტების, პროგრამების მენეჯერი...);
** მნიშვნელოვანია მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა (C1/C2).
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: jobs@thestream.ge არაუგვიანეს 2 ოქტომბრისა.
შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM (www.stream.com.ge)-ის რეკრუტინგის სამსახური.
შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
|
|
|
|