Робота для біженців з України
ოფისის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: STREAM
გამოქვეყნდა: 19 სექტემბერი / ბოლო ვადა: 03 ოქტომბერი
ვაცხადებთ "ოფისის მენეჯერის" ვაკანსიას კომპანია - "ელტეგისთვის" (www.elteg.ge).

კომპანია 2007 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. ელტეგი მომხმარებელს სთავაზობს ლიფტების, ესკალატორებისა და პარკინგის სისტემების ფართო სპექტრის მიწოდება-მონტაჟსა და შემდგომ ტექნიკურ მომსახურებას. 2012 წლიდან Kleemann-ის ავტორიზებული დისტრიბუტორი.

პოზიციაზე მივესალმებით, შესაბამისი გამოცდილების პროფესიონალს, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის ადმინისტრაციული და საოპერაციო პროცესების ეფექტურ მართვას, ოფისის ყოველდღიური საქმიანობის, შესყიდვებისა და მომარაგების, დოკუმენტბრუნვისა და ლოგისტიკური საკითხების კოორდინაციას.

სამუშაო ადგილი: ქ. წამებულის 44

სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი - პარასკევი (09:00-18:00)

ანაზღაურება: 1500-2000 ლ. (NET) (ანაზღაურების კონკრეტული ოდენობა განისაზღვრება მოლაპარაკების საფუძველზე)

ძირითადი მოვალეობები:

** საოფისე და სამეურნეო მარაგების საჭიროებების განსაზღვრა, შესყიდვების დაგეგმვა და მომწოდებლებთან ურთიერთობის კოორდინაცია;
** კომპანიის დოკუმენტბრუნვისა და ოფიციალური კორესპონდენციის ადმინისტრირება, მათ შორის დოკუმენტების მიღება, დახარისხება, აღრიცხვა და შესაბამის პირებთან გადამისამართება;
** ადმინისტრაციული და ლოგისტიკური საკითხების ორგანიზება, მათ შორის სახელმწიფო უწყებებთან, პარტნიორებთან და სხვა ორგანიზაციებთან დაკავშირებული პროცესების კოორდინაცია;
** ოფისის ტექნიკური აღჭურვილობისა და ინფრასტრუქტურის გამართულობის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი სერვისების კოორდინაცია;
** თანამშრომლების ყოველდღიური ადმინისტრაციული საჭიროებების უზრუნველყოფა და სხვადასხვა საოპერაციო საკითხის დროული გადაწყვეტა;
** სტუმრებისა და ბიზნეს-პარტნიორების მიღების, შეხვედრებისა და კორპორაციული ღონისძიებების ორგანიზაციული მხარდაჭერა;
** ხელმძღვანელობასთან და კომპანიის სხვადასხვა დეპარტამენტთან ეფექტური კოორდინაცია მიმდინარე ადმინისტრაციულ და საოპერაციო საკითხებზე.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება — სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის, ან მსგავს სფეროში;
** ადმინისტრაციულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროცესების, დოკუმენტბრუნვისა და ადმინისტრაციული საკითხების მართვის გამოცდილება;
** MS Office პროგრამების ცოდნა;
** უცხო ენების ცოდნა.

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: jobs@stream.com.ge არაუგვიანეს 3 ოქტომბრისა.

გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM (www.stream.com.ge) -ის რეკრუტინგის სამსახური. შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე