Робота для біженців з України
ავტომობილების ტექნიკური ოფიცერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ავტომობილების ტექნიკური ოფიცერი
მომწოდებელი: scapp
გამოქვეყნდა: 19 სექტემბერი / ბოლო ვადა: 19 ოქტომბერი
სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სკაპი" აცხადებს ვაკანსიას ავტომობილების ტექნიკური ოფიცრის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ავტომობილის მიღება ავტოსადგომზე: დასურათება, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება;
** მომხმარებლის ან გაყიდვების აგენტის მოთხოვნით ავტომობილის მუშა მდგომარეობაში მოყვანა;
** ავტოსადგომზე მყოფი ავტომობილების მოწესრიგება, საბურავების დაბერვა და ა.შ.;
** ავტომობილის შესახებ მონაცემების გამოთხოვა კომპანიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებიდან;
** ავტომობილების განთავსება სარეალიზაციოდ საქართველოში მოქმედ პორტალებზე myauto და სხვ. უკვე განთავსებული განაცხადების ვადების კონტროლი და დროული განახლება;
** ავტოსადგომიდან ავტომობილის გაყვანის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ავტომობილის ტექნიკური მახასიათებლებისა და კომპლექტაციის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად

სხვა მოთხოვნები: ავტომობილის მართვის უნარი (ძალიან კარგად)

სამუშაო პირობები:

** სამუშაოს ტიპი: ტექნიკური;
** სრული განაკვეთი;
** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი და საბონუსე სისტემა (ჯამში 1000-1500 ლარი).

დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ აპლიკაცია ან/და ატვირთეთ რეზიუმე (CV) ლინკზე: https://scapp.selfrecruit.ge/s/wc1hk
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე