Робота для біженців з України
საკრედიტო ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საკრედიტო ადმინისტრატორი
მომწოდებელი: scapp
გამოქვეყნდა: 19 სექტემბერი / ბოლო ვადა: 19 ოქტომბერი
სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სკაპი" აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო ადმინისტრატორის პოზიციაზე ქ. თბილისში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** გენერალური/საკრედიტო ხელშეკრულების მომზადება;
** გირავნობის/იპოთეკის ხელშეკრულების მომზადება;
** თავდებობის ხელშეკრულების მომზადება;
** გირავნობის საგნის სამართლებრივი მდგომარეობის შემოწმება სსიპ მომსახურების სააგენტოს ავტორიზებული პროგრამის მეშვეობით;
** გირავნობის რეგისტრაცია სსიპ მომსახურების სააგენტოს ავტორიზებული პროგრამის მეშვეობით;
** გირავნობის რეგისტრაციის გაუქმება სსიპ მომსახურების სააგენტოს ავტორიზებული პროგრამის მეშვეობით.
** რწმუნებულების მომზადება და შემოწმება;
** იურიდიული პირის დაკრედიტების შემთხვევაში კომპანიის სამართლებრივად შემოწმება;
** ფილიალებისათვის სამართლებრივი გადაწყვეტის გზების შეთავაზება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებული ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.

სხვა მოთხოვნები:

** დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
** ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა;
** სისხარტე მუშაობაში;
** დამოუკიდებლად, ასევე გუნდში მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები: სრული განაკვეთი; ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:30;

დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ აპლიკაცია ან/და ატვირთეთ რეზიუმე (CV) ლინკზე - https://scapp.selfrecruit.ge/s/wKw8c
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე