Робота для біженців з України
სერვისის კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სერვისის კონსულტანტი
მომწოდებელი: iSpace
გამოქვეყნდა: 18 სექტემბერი / ბოლო ვადა: 18 ოქტომბერი
გინდა, რომ შენი კარიერა ტექნოლოგიებთან და საერთაშორისო კომპანიასთან იყოს დაკავშირებული? მაშინ ეს შესაძლებლობა შენთვის არის!

"iSpace" - Apple-ის ერთადერთი Premium Partner მაღაზიათა ქსელი საქართველოში, აცხადებს სერვისის კონსულტანტის ვაკანსიას და გიწვევს, რომ იმუშაო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ინოვაციურ და პოპულარულ ბრენდთან.

დღეს "iSpace" საქართველოში წარმოდგენილია 7 საცალო მაღაზიათა ქსელის ფილიალით და აგრძელებს განვითარებას.

ჩვენ გთავაზობთ:

** დასაქმებას საერთაშორისო ორგანიზაციაში;
** მუშაობას Apple-ის ოფიციალურ პარტნიორთან;
** წვდომას Apple-ის უნიკალურ სასწავლო პლატფორმასთან;
** თანამედროვე და ინოვაციურ სამუშაო გარემოს;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას და სხვა ბენეფიტებს.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლებთან კომუნიკაცია და მათთვის ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფა;
** დეფექტური პროდუქტების მიღება და სერვისის პროცესის მართვა;
** მომხმარებლებისთვის პროდუქტის გამოყენებაზე კონსულტაციის გაწევა;
** სათადარიგო ნაწილებისა და აქსესუარების გაყიდვა;
** პროცედურებისა და მომსახურების სტანდარტების დაცვა;
** კოორდინაცია ტექნიკურ დეპარტამენტებთან;
** მუშაობა Apple-ის და 1C სისტემებში.

მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება მომხმარებელთა მომსახურების მიმართულებით;
** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა და გუნდურად მუშაობის უნარი;
** ქართული და ინგლისური ენების ცოდნა (მინიმუმ B2 დონე).

კონკურენტული ანაზღაურება და საბონუსე სისტემა:

** ფიქსირებული ანაზღაურება: 1, 351 ლარიდან;
** გამოსაცდელი პერიოდი: 6 თვე;
** ბონუსის მიღების შესაძლებლობა შესაძლებელია გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაშიც — ინდივიდუალური შედეგებისა და შესრულების მაჩვენებლების შესაბამისად;
** გამოსაცდელი პერიოდის დასრულების შემდეგ: ფიქსირებული ანაზღაურება იზრდება 1, 615 ლარამდე და დამატებით აქტიურდება საბონუსე სისტემა, რომელიც დამოკიდებულია სერვისების გაყიდვების შედეგებზე.

კარიერული განვითარება და დამატებითი ბენეფიტები:

** კარიერული ზრდისა და პროფესიული განვითარების რეალური შესაძლებლობები;
** თანამშრომელთა ლოიალურობის პროგრამა;
** სამუშაოდ საჭირო MacBook.

თუ მზად ხარ, გახდე წარმატებული საერთაშორისო გუნდის წევრი, გამოგვიგზავნე შენი CV მითითებულ ბმულზე.

შენი კარიერა იწყება აქ!

ლინკი: https://hel-ai.com/apply/073xwe4d
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე