Робота для біженців з України
ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი
მომწოდებელი: Georgian AirLink
გამოქვეყნდა: 18 სექტემბერი / ბოლო ვადა: 18 ოქტომბერი
ინტერნეტ პროვაიდერი კომპანია "Georgian AirLink"-ი აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო აღწერილობა/ძირითადი მოვალეობები:

** თანამშრომლების შერჩევისა და რეკრუტინგის პროცესის მართვა;
** ვაკანსიების განთავსება, CV-ების გადარჩევა და გასაუბრებების ორგანიზება;
** თანამშრომელთა შერჩევისა და ადაპტაციის პროცესის მართვა;
** თანამშრომლების შიდა განცხადებების განხილვა და შესაბამისი რეაგირება;
** თანამშრომელთა მოტივაციისა და ჩართულობის ინიციატივების განხორციელება;
** თანამშრომლების მიღებისა და გათავისუფლების პროცესების ადმინისტრირება;
** შრომითი ხელშეკრულებების ადმინისტრირება, შესაბამისი ვადების კონტროლი;
** კომპანიის შიდა პოლიტიკებისა და პროცედურების დაცვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება HR მიმართულებით; (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის ან ფსიქოლოგიის მიმართულებით)
** შრომითი კანონმდებლობის საბაზისო ცოდნა;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა: Word, Excel, PowerPoint, Outlook;

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** გუნდში მუშაობის უნარი
** კონფიდენციალურობის დაცვა

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 5 დღე - 10:00-19:00 სთ
** ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე (CV) გამოაგზავნოთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: vacancy@airlink.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არგანიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე