|
დასახელება:
VoIP ინჟინერი
|
| მომწოდებელი:
GOSMS.ge
|
|
გამოქვეყნდა: 18 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 20 ოქტომბერი
|
კომპანია "GoSms" აცხადებს ვაკანსიას VoIP ინჟინრის პოზიციაზე.
ვეძებთ გამოცდილ და პასუხისმგებლიან სპეციალისტს, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის ხმოვანი ინფრასტრუქტურის გამართულ მუშაობას, განვითარებასა და უსაფრთხოებას.
ძირითადი მოვალეობები:
** VoIP ინფრასტრუქტურის გამართვა, მართვა და მონიტორინგი;
** SIP Trunk-ების, IP ტელეფონისა და ვირტუალური ნომრების კონფიგურაცია;
** Asterisk/FreeSWITCH-ზე დაფუძნებული სისტემების ადმინისტრირება;
** შემომავალი და გამავალი ზარების მარშრუტიზაციის მართვა;
** Call Center-ის ფუნქციონალის, IVR-ის, Queue-ებისა და Recording-ის გამართვა;
** ხმოვანი ხარისხის, შეფერხებებისა და კავშირის პრობლემების დიაგნოსტიკა;
** SIP, RTP, NAT, Firewall და QoS პარამეტრების მართვა;
** სატელეკომუნიკაციო ოპერატორებთან ტექნიკური კომუნიკაცია;
** VoIP სისტემების CRM-სა და სხვა პროგრამულ პროდუქტებთან ინტეგრაციაში მონაწილეობა;
** სისტემის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და შესაძლო თაღლითური აქტივობების პრევენცია;
** ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება და განახლება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** VoIP ტექნოლოგიებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
** SIP, RTP, TCP/IP, UDP, DNS და NAT პროტოკოლების კარგი ცოდნა;
** Asterisk, FreeSWITCH ან სხვა IP PBX სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
** Linux ოპერაციული სისტემის ადმინისტრირების ცოდნა;
** ქსელური ინფრასტრუქტურისა და Firewall-ის საბაზისო ან კარგი ცოდნა;
** Wireshark, SIP Trace და სხვა სადიაგნოსტიკო ინსტრუმენტების გამოყენების გამოცდილება;
** პრობლემების სწრაფად აღმოჩენისა და დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი.
დამატებით უპირატესობად ჩაითვლება:
** Kamailio, OpenSIPS ან SBC სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
** Call Center-ის პლატფორმებთან მუშაობა;
** API ინტეგრაციების გამოცდილება;
** Docker-ისა და Cloud ინფრასტრუქტურის ცოდნა;
** VoIP უსაფრთხოებისა და Fraud Prevention-ის მიმართულებით გამოცდილება;
** ინგლისური ენის ტექნიკური დოკუმენტაციის დონეზე ცოდნა.
ჩვენ გთავაზობთ:
** საინტერესო და ტექნოლოგიურად მრავალფეროვან პროექტებს;
** პროფესიული განვითარებისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის შესაძლებლობას;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
** კონკურენტულ ანაზღაურებას, კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად + განვიხილავთ გრძელვადიან, პარტნიორულ თანამშრომლობასაც.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ CV ელფოსტაზე: hr@gosms.ge. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ: "VoIP ინჟინერი".
რეზიუმეს მიღების ბოლო ვადაა: 20 ოქტომბერი.
გისურვებთ წარმატებას აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანია "Fixgroup"-მა მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
|
|
|
|