Робота для біженців з України
მთავარი ბუღალტერი, ხელშეკრულებით დასაქმებული პირი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მთავარი ბუღალტერი, ხელშეკრულებით დასაქმებული პირი
მომწოდებელი: ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო
გამოქვეყნდა: 18 სექტემბერი / ბოლო ვადა: 27 სექტემბერი
ვაკანსია N1

ორგანიზაცია სსიპ - "ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო" აცხადებს ვაკანსიას: ფინანსური დეპარტამენტის ბუღალტრული აღრიცხვის სამმართველოს უფროსი (მთავარი ბუღალტერი)

კატეგორია: ბუღალტერია
თანამდებობრივი სარგო: 5600 ლარი
განცხადების მიღების ბოლო ვადა: 27.09.2026
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი, აკ. წერეთლის გამზ. N144
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე

ფუნქციები:

ა) სამმართველოს დებულებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელების უზრუნველყოფა, სამმართველოს ხელმძღვანელობა;
ბ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საბუღალტრო აღრიცხვის სწორი ორგანიზების უზრუნველყოფა;
გ) პირველადი საბუღალტრო დოკუმენტებისა და საგადახდო მოთხოვნების დროულად და ხარისხიანად შედგენის კონტროლი;
დ) მატერიალურ ფასეულობათა და დებიტორული/კრედიტორული დავალიანებების ინვენტარიზაციის შედეგების შესწავლა და დოკუმენტური ასახვა;
ე) სააგენტოს ხარჯების საგეგმო პარამეტრების შემუშავება, ხარჯების გეგმის ცვლილებების პროექტების მომზადება;
ვ) სააგენტოს მიერ განსახორციელებელი პროექტების მომზადებაში მონაწილეობა;
ზ) სააგენტოს ფინანსური ანგარიშგების და სხვა საფინანსო-ეკონომიკური ხასიათის ანგარიშების (თვის, კვარტლის, წლის ჭრილში) მომზადება;
თ) სააგენტოს მიერ მისთვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან გასაწევი ხარჯების შესრულების მიმდინარეობის ანალიზი;
ი) საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის "საქსტატის" პორტალზე აუცილებელი ინფორმაციის განთავსება;
კ) საშემოსავლო დეკლარაციისა და განაცემთა ინფორმაციის ყოველთვიური მონაცემების დამუშავება და შემოსავლების სამსახურის პორტალზე ელექტრონული ფორმით ატვირთვა;
ლ) სააგენტოს დებულებით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში ხელმძღვანელის ცალკეული დავალებების შესრულება.

სავალდებულო მოთხოვნა:

ა) უმაღლესი განათლება - ეკონომიკა/ფინანსები/ბიზნესის ადმინისტრირება/საბანკო საქმე/აღრიცხვა და დაბეგვრა/მათემატიკა და სტატისტიკა;
ბ) სამუშაო გამოცდილება - ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;
გ) საბუღალტრო პროგრამა "Oris Accounting"/"Oris Manager" - ში მუშაობის გამოცდილება.

კომპეტენციები და უნარები:

** შემოქმედებითი და ანალიტიკური აზროვნება;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ოპერატიული მართვის სტილი;
** კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა;
** შედეგზე ორიენტირებულობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარები;
** ადამიანური რესურსების მართვის უნარ-ჩვევები;
** კომუნიკაციის, პრეზენტაციის, წერის კარგი უნარები.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, დარეგისტრირდეთ, დეტალურად გაეცნოთ კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინებას და განაცხადი გააკეთოთ vacancy.hr.gov.ge-ზე (ვაკანსიის N103089) და შესაბამის გრაფებში ატვირთოთ მოთხოვნილი დოკუმენტაცია.

ვაკანსია N2

ორგანიზაცია სსიპ - "ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო" აცხადებს ვაკანსიას: ფინანსური დეპარტამენტის ბუღალტრული სამმართველოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი

კატეგორია: ბუღალტერია
შრომის ანაზღაურება: 2240 ლარიდან 2720 ლარამდე
განცხადების მიღების ბოლო ვადა: 27.09.2026
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი, აკ. წერეთლის გამზ. N144
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე

ფუნქციები:

ა) სააგენტოს თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების, დროებითი შრომისუუნარობის თანხების, შვებულების გაანგარიშება, შესაბამისი დაკავების უზრუნველყოფა და გადარიცხვა ხაზინის ელექტრონული სისტემის საშუალებით;
ბ) ხაზინის ელექტრონულ სისტემაში ხელშეკრულებების, ვალდებულებების, პირველადი დოკუმენტების, ინვოისების და საგადახდო მოთხოვნების რეგისტრაცია/ რედაქტირება;
გ) საბუღალტრო პროგრამაში საბუღალტრო გატარებების განხორციელება, ბარათებისა და ბრუნვითი უწყისების შედგენა;
დ) ძირითადი საშუალებების, მატერიალური მარაგების, მედიკამენტებისა და სამედიცინო სახარჯი მასალების მიღებისა და შემდგომი ექსპლუატაციის აღრიცხვა;
ე) ყოველწლიურად ჩატარებულ ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება;
ვ) საშემოსავლო დეკლარაციისა და განაცემთა ინფორმაციის ყოველთვიური მონაცემების დამუშავება და შემოსავლების სამსახურის პორტალზე ელექტრონული ფორმით ატვირთვა;
ზ) ხელმძღვანელის სხვადასხვა დავალებების შესრულება.

სავალდებულო მოთხოვნა:

ა) უმაღლესი განათლება - ეკონომიკა/ფინანსები/ბიზნესის ადმინისტრირება/საბანკო საქმე/აღრიცხვა და დაბეგვრა/მათემატიკა და სტატისტიკა;
ბ) სამუშაო გამოცდილება - საფინანსო ან ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;
გ) საბუღალტრო პროგრამა "Oris Accounting"/"Oris Manager" - ში მუშაობის გამოცდილება.

კომპეტენციები და უნარები:

** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ოპერატიული მართვის სტილი;
** კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა;
** შედეგზე ორიენტირებულობის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, დარეგისტრირდეთ, დეტალურად გაეცნოთ კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინებას და განაცხადი გააკეთოთ vacancy.hr.gov.ge-ზე (ვაკანსიის N103091) და შესაბამის გრაფებში ატვირთოთ მოთხოვნილი დოკუმენტაცია.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე