|
დასახელება:
გაყიდვებისა და მომსახურების კონსულტანტი
|
| მომწოდებელი:
საქართველოს რაგბის კავშირი
|
|
გამოქვეყნდა: 18 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 18 ოქტომბერი
|
"საქართველოს რაგბის კავშირი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვებისა და მომსახურების კონსულტანტის პოზიციაზე.
თუ ხარ ენერგიული, კომუნიკაბელური, გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და დინამიკურ გარემოში მუშაობა - შემოუერთდი ჩვენს გუნდს.
ვეძებთ გაყიდვებისა და მომსახურების კონსულტანტებს ორ ლოკაციაზე. პოზიცია აერთიანებს მომხმარებლის მომსახურებას და პროდუქციის გაყიდვას.
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლისთვის პროდუქციისა და მენიუს გაცნობა;
** პროდუქტის შერჩევაში დახმარება და შეკვეთების მიღება;
** ფან-შოპის პროდუქციის გაყიდვა;
** ყავის, ცივი სასმელებისა და მარტივი საკვები პროდუქტების მომზადება/გაცემა;
** POS-ტერმინალთან მუშაობა;
** პროდუქციის განლაგება და მარაგების კონტროლი;
** გაყიდვების აღრიცხვა;
სამუშაო გრაფიკი:
პირველი ლოკაცია:
** I ცვლა — 07:00-15:00 საათი;
** II ცვლა — 15:00-23:00 საათი.
მეორე ლოკაცია:
** I ცვლა — 11:00-18:00 საათი;
** II ცვლა — 18:00-01:00 საათი.
ვის ვეძებთ?
** კომუნიკაბელურ და მომხმარებელზე ორიენტირებულ ადამიანს;
** პასუხისმგებლიან, მოწესრიგებულ და პუნქტუალურ კანდიდატს;
** კანდიდატს, რომელიც მზად არის ცვლებში სამუშაოდ.
მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია, თუმცა აუცილებელი არ არის -სამუშაოს სპეციფიკას ადგილზე შეგასწავლით.
რას გთავაზობთ?
** მეგობრულ და ენერგიულ გუნდს;
** საინტერესო და დინამიკურ სამუშაო გარემოს;
** ცვლებში მუშაობის შესაძლებლობას;
** ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატთან შეთანხმებით.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: m.dolaberidze@rugby.ge
|
|
|
|