|
დასახელება:
საწყობის მენეჯერის თანაშემწე
|
| მომწოდებელი:
ჯიბე cash & carry
|
|
გამოქვეყნდა: 18 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 18 ოქტომბერი
|
Jibe Cash & Carry აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - საწყობის მენეჯერის თანაშემწე.
ჯიბე Cash & Carry არის პირველი და ერთადერთი საბითუმო სავაჭრო ქსელი საქართველოში, რომელიც ემსახურება იურიდიულ პირებს და საცალო მომხმარებლებს.
სამუშაო ადგილი: გურჯაანი
სამუშაო გრაფიკი: 10:00-18:00
ანაზღაურება - 1300 ლარი
საწყობის მენეჯერის ფუნქცია-მოვალეობები:
** მაღაზიაში პროდუქციის მიღების პროცესის სრული კონტროლი: პროდუქციის მითვლა, ზედნადების შედარება, ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება (მაღაზიის მართვის პროცედურა);
** მიღებული პროდუქციის დახარისხებისა და საწყობში განთავსების მონიტორინგი; სავაჭრო დარბაზისათვის პროდუქციის დროულად მიწოდების უზრუნველყოფა
** პროდუქციის შენახვისათვის საჭირო სანიტარული-ჰიგიენური ნორმებისა და ტემპერატურული რეჟიმების მონიტორინგი საწყობის ტერიტორიაზე;
** პროდუქციის ვადების კონტროლი, შესაბამისი მომწოდებლებისა და კატეგორიის მენეჯერის დროული ინფორმირება;
** "წითელი ნაშთები"-ს კონტროლი; ("წითელი ნაშთების" განმარტება მოცემულია დოკუმენტში "მაღაზიის მართვის პროცედურა")
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს მუდმივი მონიტორინგი, მაკორექტირებელი ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/woDPCSXc
|
|
|
|