Робота для біженців з України
შოურუმის გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შოურუმის გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Triart
გამოქვეყნდა: 18 სექტემბერი / ბოლო ვადა: 17 ოქტომბერი
"Triart" აცხადებს ვაკანსიას შოურუმის გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.

მდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული (11:00-18:00 საათამდე. ორშაბათი-პარასკევი)
ანაზღაურება: ხელზე ასაღები 1800 ლარი

კომპანია "Triart", რომელიც 40 წელიწადზე მეტია აწარმოებს პრემიუმ ხარისხის ავეჯის ფასადებს, სამზარეულოს ზედაპირებს, კედლის დეკორატიულ პანელებსა და მაკომპლექტირებელ პროდუქციას, აცხადებს ვაკანსიას შოურუმის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** შოურუმში მოსული მომხმარებლების პროფესიონალური დახვედრა.
** პროდუქციის სრული ასორტიმენტის შესწავლა და მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა.
** მომხმარებლის საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება.
** გაყიდვების სრული პროცესის მართვა: შეკვეთის გაფორმება და გადახდის კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება გაყიდვების, ან მომსახურების სფეროში (სასურველია შოურუმში მუშაობის გამოცდილება).
** საუბრისა და მოლაპარაკების წარმართვის უნარი.
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა (MS Office).
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა და თავაზიანობა.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** გუნდური მუშაობის უნარი.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ.ფოსტაზე: sales@triart.ge არაუგვიანეს 17.10.2026 და სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ: "შოურუმის გაყიდვების მენეჯერი".

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე