|
დასახელება:
წარმოების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
აუგუსტი
|
|
გამოქვეყნდა: 18 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 18 ოქტომბერი
|
კომპანიის შესახებ:
ევროპული საცხობების ქსელი "აუგუსტი" ქართულ ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს. თბილისში წარმოდგენილია 9 ფილიალით და ერთი ცენტრალიზებული საწარმოთი, სადაც მზადდება პურ-ფუნთუშეული, საკონდიტრო ნაწარმი, სალათები, სენდვიჩები და სხვა პროდუქტები.
პოზიცია: წარმოების მენეჯერი
წარმოების მენეჯერის ძირითადი მოვალეობები:
** საწარმოს ყოველდღიური ოპერაციების მართვა და პროცესების კონტროლი
**პროდუქციის წარმოების დაგეგმვა და ეფექტურობის გაუმჯობესება
** საწყობის მარაგების მონიტორინგი და ოპტიმიზაცია
** ფილიალების მომარაგების კონტროლი
** ხარჯების კონტროლი და ოპტიმიზაცია
** ჰიგიენური და ხარისხის სტანდარტების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
**მსგავს პოზიციაზე 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება
**ორგანიზებულობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** ლიდერობა და სწორი კომუნიკაციის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
ჩვენ გთავაზობთ:
** 5 დღიან სამუშაო კვირას, შაბათ-კვირას დასვენება
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს წარმოების გუნდთან ერთად
** კვებაზე -30% ფასდაკლებას
** სამოტივაციო წახალისებებს
სამუშაო გრაფიკი: სრული (08:00-17:00) შაბათ-კვირა დასვენება
ლოკაცია: თბილისი, ბეჟანიშვილი ქ.4
კომპანია უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს და კანდიდატებს აფასებს მხოლოდ პროფესიული კვალიფიკაციის, გამოცდილებისა და კომპეტენციის მიხედვით; ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია დაუშვებელია.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე : jobs@august.ge ან დარეკოთ ნომერზე: 500904231
|
|
|
|