|
დასახელება:
მარკეტინგის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ჭიტა
|
|
გამოქვეყნდა: 18 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 18 ოქტომბერი
|
კომპანია "ჭიტა" 30 წელია წარმატებით მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და უფერადებს ბავშვებს გარემოს, პროდუქცია გამოირჩევა მაღალი ხარისხით, მომსახურე პერსონალი კი, კეთილგანწყობით.
კომპანია "ჭიტა" იწვევს აქტიურ, მოტივირებულ და პასუხისმგებლიან მარკეტინგის მენეჯერს.
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:30
** ანაზღაურება: კვალიფიკაციის მიხედვით
რას გააკეთებ:
** მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვას და ორგანიზებას;
** აქციებისა და სარეკლამო კამპანიების დაგეგმვას;
** ბანერების, პოსტერებისა და სხვა სარეკლამო მასალების მომზადების კონტროლს;
** გაყიდვების გუნდთან თანამშრომლობას სხვადასხვა აქტივობის დაგეგმვისას;
** ფილიალებში სარეკლამო მასალებისა და ვიზუალური სტანდარტების კონტროლს;
** მარკეტინგული აქტივობების შედეგების შესახებ რეპორტების მომზადებას;
** მარკეტინგის გუნდის დავალებების გადანაწილებას და კონტროლს;
** სხვა მიმდინარე მარკეტინგულ საკითხებზე მუშაობას.
რას ველოდებით შენგან:
** მარკეტინგის მიმართულებით სამუშაო გამოცდილებას;
** კრეატიულობას და ახალი იდეების მოფიქრების უნარს;
** კარგ კომუნიკაციის უნარს;
** ორგანიზებულობას და პასუხისმგებლობის გრძნობას;
** გუნდურად მუშაობის უნარს;
** სოციალურ მედიასა და სარეკლამო მიმართულებაში გამოცდილებას.
თუ ფიქრობ, რომ ეს პოზიცია შენთვისაა, გამოგვიგზავნე CV მეილზე: HR@CHITA.GE.
|
|
|
|