Робота для біженців з України
ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: საცალო გაყიდვების კომპანია
გამოქვეყნდა: 18 სექტემბერი / ბოლო ვადა: 18 ოქტომბერი
საცალო გაყიდვების კომპანია აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე, ნახევარ განაკვეთზე.

ვეძებთ პასუხისმგებლობიან და ორგანიზებულ ბუღალტერს, რომელიც დამოუკიდებლად შეძლებს კომპანიის ყოველდღიური ფინანსური და საბუღალტრო პროცესების მართვას.

სამუშაო ფორმატი:

** კვირაში 3 დღე ოფისიდან მუშაობა
** დანარჩენ სამუშაო დღეებში დისტანციური მუშაობა
** ნახევარ განაკვეთზე
** ანაზღაურება: ფიქსირებული 1, 500 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

** საცალო გაყიდვების და შემოსავლების აღრიცხვა;
** კომპანიის ხარჯების აღრიცხვა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
** საბანკო ოპერაციების კონტროლი და აღრიცხვა;
** მომწოდებლებთან და სხვა კონტრაგენტებთან ანგარიშსწორებების წარმოება;
** თანამშრომლების ხელფასების დათვლა და ჩარიცხვა;
** საგადასახადო ვალდებულებების კონტროლი;
** დეკლარაციების მომზადება და წარდგენა;
** იმპორტირებული ტვირთების საბაჟო დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცესების მართვა;
** პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის დამუშავება და მოწესრიგება;
** ზედნადებების, ინვოისებისა და სხვა ფინანსური დოკუმენტების კონტროლი;
** დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების აღრიცხვა;
** კომპანიის ფინანსური მოძრაობების პერიოდული შეჯერება;
** ხელმძღვანელობისთვის ფინანსური ინფორმაციისა და მოკლე ანგარიშების მომზადება.

მოთხოვნები:

** ბუღალტრად მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
** RS.ge-სა და შესაბამის ელექტრონულ სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
** საბანკო ოპერაციებთან მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია საცალო ვაჭრობის ან იმპორტის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** Excel-ის ან Google Sheets-ის პრაქტიკული ცოდნა;
** სიზუსტე, პასუხისმგებლობის მაღალი დონე და ორგანიზებულობა;
** დამოუკიდებლად მუშაობისა და სამუშაო პროცესების დროულად მართვის უნარი.

განაცხადის გამოგზავნა:

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელ.ფოსტაზე: info@organical.ge

ელ.ფოსტის სათაურში მიუთითეთ: "ბუღალტერი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე