Робота для біженців з України
პროექტის მენეჯერი, წარმოების ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროექტის მენეჯერი, წარმოების ხელმძღვანელი
მომწოდებელი: არდენზე
გამოქვეყნდა: 18 სექტემბერი / ბოლო ვადა: 18 ოქტომბერი
კომპანია შპს "არდენზე" ავეჯის საწარმო აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე ქ. თბილისში:

1. პროექტის მენეჯერი

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ეკა ბეჟანიშვილის ქ.N3
** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (ორშაბათი - შაბათი; 9:00-18:00)
** ანაზღაურება: შეთანხმებით

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტის შეკვეთის/პროექტის კოორდინაცია საწყისი ეტაპიდან საბოლოო ჩაბარებამდე;
** დიზაინის, წარმოებისა და მონტაჟის გუნდებს შორის კომუნიკაციის და ვადების კოორდინაცია;
** პროექტის ბიუჯეტის, ვადებისა და რესურსების კონტროლი;
** კლიენტთან რეგულარული კომუნიკაცია, პროექტის მიმდინარეობის შესახებ ინფორმირება;
** კლიენტთან და დიზაინერთან შეთანხმებული პარამეტრების დოკუმენტირება, წარმოების პროცესისთვის მომზადება;
** წარმოშობილი ხარვეზების დროული გამოვლენა და გადაწყვეტილებების მიღება;
** ობიექტზე მონტაჟის პროცესის ზედამხედველობა და ხარისხის კონტროლი;
** პროექტის დასრულების შემდეგ საბოლოო ანგარიშგება ხელმძღვანელობასთან.

მოთხოვნები:

** მინიმუმ 2-3-წლიანი გამოცდილება პროექტის მენეჯმენტის ან მსგავს პოზიციაზე (სასურველია ავეჯის, ინტერიერის ან სამშენებლო სფეროში);
** პარალელური პროექტების ერთდროულად მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მაღალი კომუნიკაციური და მოლაპარაკების უნარები;
** საოფისე პროგრამების (Word, Excel) და პროექტის მართვის სისტემების ცოდნა.

2. წარმოების ხელმძღვანელი

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ეკა ბეჟანიშვილის ქ.N3
** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (ორშაბათი-შაბათი; 9:00 -18:00)
** ანაზღაურება: შეთანხმებით

ძირითადი მოვალეობები:

** საწარმოო პროცესის დაგეგმვა, ორგანიზება და ყოველდღიური მართვა;
** საწარმოო გეგმის შესრულების კონტროლი და ვადების დაცვა;
** პერსონალის მართვა, დავალებების განაწილება და გუნდის ზედამხედველობა;
** მასალებისა და ხარისხის კონტროლი;
** დანადგარების გამართული მუშაობის და უსაფრთხოების ნორმების დაცვის უზრუნველყოფა;
** წარმოების ხარჯების ოპტიმიზაცია და რესურსების ეფექტური გამოყენება;
** საწარმოო პროცესში წარმოქმნილი ხარვეზების დროული გამოვლენა და აღმოფხვრა;
** ანგარიშგება ხელმძღვანელობასთან წარმოების მაჩვენებლებზე.

მოთხოვნები:

** მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება წარმოების ან საწარმოო პროცესის მართვის მიმართულებით (სასურველია ავეჯის ან ხის დამუშავების სფეროში);
** გუნდის მართვისა და ორგანიზების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი;
** საწარმოო დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი მონაცემები შემდეგ მისამართზე: info.ardenze@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე