Робота для біженців з України
მოლარე-კონსულტანტი - თბილისი, ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: Calzedonia/Tezenis/Intimissimi
გამოქვეყნდა: 18 სექტემბერი / ბოლო ვადა: 18 ოქტომბერი
მაღაზიათა ქსელი "CALZEDONIA" / "TEZENIS" / "INTIMISSIMI" აცხადებს ვაკანსიას მოლარე- კონსულტანტის პოზიციაზე ქალაქ თბილისში და ბათუმში.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლებისთვის კვალიფიციური მომსახურების და კონსულტაციის გაწევა;
** მაღაზიაში განლაგებული პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა;
** არსებული პროდუქციის განთავსება დარბაზში კომპანიის მიერ დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
** მომხმარებლისგან თანხის მიღება, სალაროსთან მუშაობა.

დამატებითი უნარები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** სალაროსთან/საბანკო ტერმინალთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** გამართული ზეპირი კომუნიკაციის უნარი.

პიროვნული მახასიათებლები:

** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მიზანსწრაფულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.

სამუშაო გრაფიკი მცოცავი, კვირაში ორი დასვენების დღით.

გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით გამოაგზავნოთ შემდეგ ელ.მისამართზე:
vacancytevri@gmail.com.

დამატებითი შენიშვნა:

ქალაქ ბათუმში არსებული CALZEDONIA და INTIMISSIMI-ს მაღაზიებში მუშაობის მსურველებმა, სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ: მოლარე-კონსულტანტის პოზიცია ბათუმში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე